Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: კაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება

24 ნოემბერი, 2015 13:11

„კაცებს აქვთ უფრო გლობალური აზროვნება," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თემურ ჭკუასელმა გენდერული კვოტირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას.

„შეურაცხყოფას გვაყენებთ, სექსიზმია", - მიმართა მას კომიტეტის სხდომაზე კავშირ „საფარის" წარმომადგენელმა, ბაია პატარაიამ. 

ამის შემდეგ ჭკუასელმა განმარტა: „იმის თქმა მინდოდა, რომ ქალებს, გლობალური აზროვნების გარდა აქვთ უნარი, ამის მიღმა დეტალებსაც ჩაუღრმავდნენ".

პარლამენტში ასევე ინიცირებულია „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო" ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც 50%-იან გენდერულ კვოტირებას ითვალისწინებს. 

სიამოვნებით გავიტანდი მეც ამ კანონპროექტს უკან და ხმას 50%-იანს მივცემდი, მაგრამ ეს ასე არ არის. რეალობას შევხედოთ. ნუ მოვინდომებთ იმაზე მეტს, რისი მიღწევაც დღეს შეგვიძლია", - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანაავტორმა ნანა ყეინიშვილმა. 

კანონპროექტი, რომელიც „საარჩევნო კოდექსსა" და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, დეპუტატების ნანა ყეინიშვილისა და თემურ ჭკუასელის ინიცირებულია. პროექტის ავტორი თამაზ კრავეიშვილია.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში წარსადგენ პროპორციულ საარჩევნო სიაში, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მიზნით, ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს. ეს კი, ინიციატორთა აზრით, საქართველოს პარლამენტში სულ მცირე 23 განსხვავებული სქესის პარლამენტარის არჩევას უზრუნველყოფს.

ამასთან, „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, სქესის პრინციპის დაცვა გათვალისწინებულია პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლით შეცვლისას. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თუ პარლამენტის გამოკლებული წევრი პარტიული სიით იყო არჩეული, მის ადგილს პარლამენტში იმავე სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი იკავებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტით, თუკი რიგით მომდევნო კანდიდატი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს, ასეთ შემთხვევაში, ვაკანტურ ადგილს სიაში მომდევნო იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იკავებს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საკრებულოებში პროპორციული წესით ასარჩევ ქალთა რაოდენობის გაზრდას.

პარლამენტში დარეგისტრირებულია ასევე „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის" მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გენდერული კვოტირების შესახებ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა" და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო რეგისტრაციისთვის სიების შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაიცვას და სიის ყოველ მეორე წევრად ქალი უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, პარლამენტში ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას მივიღებთ, 150 დეპუტატიდან 38 ქალი იქნება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^