თამარ ბერუჩაშვილმა შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა დაიკავოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს" უთხრეს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ბერუჩაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი.
პრემიერ-მინისტრის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.