Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანიკიძე: მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილიდან 600-700 ლარი იქნება

27 ნოემბერი, 2015 10:41

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის თქმით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილიდან საშუალოდ 600-700 ლარი იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი ადრე 400-450, მაქსიმუმ 500 ლარი იყო.

„საშუალო ხელფასში იგულისხმება მასწავლებელთა კონტიგენტის საშუალო ანაზღაურება. 2017 წელს სქემის მიხედვით კიდევ გვაქვს ზრდა დაგეგმილი, რომელიც საბლოოდ მასწავლებელთა საშუალო ხელფასს საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრებს“, - აღნიშნა სანიკიძემ.

როგორც მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი განათლებაზე იქნება მობილიზებული. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით თამარ სანიკიძემ აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე 55 %-ით გაზრდილია. მისი თქმით, 2012 წლის ბიუჯეტი დაახოლებით 640 მილიონი ლარი იყო.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებითაც. 

მისი თქმით, 2016 წელს ჯანდაცვის სამინსიტროს ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. როგორც მან აღნიშნა, 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარი იყო. 

ამასთან, მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პოგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი იქნება 570 მილიონ ლარამდე, რაც 2012 წელს არ იყო გათვალისწინებული.

პრემირის განცხადებით, ასევე გაზრდილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტიც. მისი თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლისას სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი იყო, ახლა კი სამინისტროსთვის 85 მილიონ  ლარამდეა გათვალისწინებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^