Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: დაგროვებითი პენსიის პროექტზე მუშაობა, ფაქტობრივად, დამთავრებულია

27 ნოემბერი, 2015 14:03

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, დაგროვებითი პენსიის პროექტზე მუშაობა, ფაქტობრივად, დამთავრებულია. მისი თქმით, 2013 წელს, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროც მონაწილეობს, პარტნიორობასა და კონსულტაციებს კი მსოფლიო ბანკი უწევს.

„დაგროვებითი პენსია ნიშნავს, რომ ადამიანი მუშაობის პერიოდში გარკვეული თანხის აკუმულირებას ახდენს შესაბამის ფონდებში, რომელიც ეფექტიანად მართავს ამ თანხას, დაგროვებითი მეთოდი ადამიანს საშუალებას აძლევს, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს, მისი პენსია საგრძნობლად მაღალი იყოს, ვიდრე ყველა დანარჩენის“, - განმარტა სერგეენკომ.

როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს საპენსიო რეფორმაზე. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგოს პენსიის დაგროვებითი  სისტემა და საქართველო მასზე ეტაპობრივად გადავიდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^