Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები ხუნდაძის საქმეზე: რელიგიური ნიშნით სიძულვილის მოტივი უნდა გაითვალისწინონ

27 ნოემბერი, 2015 17:15

არასამთავრობო ორგანიზაციები „სტუდია კამპუსის" დირექტორის, მიხეილ ხუნდაძის დაჭრის ფაქტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „მნიშვნელოვანია, ქმედებას სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს და გათვალისწინებული იქნას საქმეში მკვეთრად გამოხატული რელიგიურ-იდეოლოგიური ნიშნით სიძულვილის მოტივი"

„ამ მიმართულებით, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ" - წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები განსხვავებული იდეოლოგიისა და რწმენის ადამიანებს შეუწყნარებლობის მოტივით თავს ესხმიან, ფიზიკურად ძალადობენ მათზე და უზღუდავენ პირად თუ საჯარო სივრცეს.

„ასეთ დროს, ძალადობის პრევენციის მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,  სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე მოხდეს დროული და ეფექტური რეაგირება" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს  აწერენ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" (TDI), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI), „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი", „იდენტობა" და „მედიის განვითარების ფონდი" (MDF). 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^