Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორიძე: ბესელიამ, როგორ დაადგინა, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები

11 დეკემბერი, 2015 12:49

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა იცოდეს გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელიც ელისაშვილის განცხადებას ურთიერთსაწინააღმდეგოს უწოდებს.

„არ ვიცი, ელისაშვილის ჩვენების რა დეტალები იცის ბესელიამ, ან იცის თუ არა საერთოდ. როგორ დაადგინა, გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების დეტალები? ჩემთვის ეს ცოტა უცნაურია. პროკურატურაში ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გავცემ“, - ამბობს ქორიძე.

ელისაშვილის თქმით, მან ჩვენება კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტული პატიმრებისა და პოლიტიკოსების შესახებ მისცა, საიდანაც, ბესელიასთვის არ უნდა იყოს ცნობილი, რა მტკიცებულებები წარადგინა, ან რა მტკიცებულებებს მოიპოვებს პროკურატურა.

„არ მინდა დავიჯერო რომ იმ ერთმა წესიერმა ბიჭმა, რომელიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, პროკურორმა გიორგი მურჯირმა იკადრა უკადრებელი და წინასწარ სხვებს წააკითხა მსგავსი რამ. არც არაფერს გამოვრიცხავ, პროკურატურა თავისთავად ნდობას არ იმსახურებს“, - ამბობს ელისაშვილი.

ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ზვიად ქორიძემ კონკრეტული პირები დაასახელა, თუმცა გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, ასევე სხვა პირთა ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ვინაობის საჯაროდ გაჟღერება.  

პროკურატურაში ქორიძის დაბარება მის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცალკეული მსჯავრდებულების საქმეების განხილვას და დადებითად გადაწყვეტას მოითხოვდა.

ელისაშვილის თქმით, როცა ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, პოლიტიკოსები დაჟინებით მოითხოვდნენ, განსაკუთრებული წესით ემსჯელა ზოგიერთი პატიმრის საკითხზე. როგორც ის განმარტავს, ამის შესახებაც ერთი წლის წინ უამბო ყოფილ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. 

ელისაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც პატრიარქმა პატიმართა შეწყალების უფლებამოსილების შესახებ განცხადება გააკეთა, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუნდათ, „პატრიარქს ამოფარებულებს ფული ეკეთებინათ".

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^