Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე გააუარესა

11 დეკემბერი, 2015 13:07

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” დღეს 2010-2015 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონე, თუმცა IDFI-ის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით 2015 წელს მნიშვნელოვნად გააუარესეს ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი იუსტიციის სამინისტრომ - 46%-ით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ - 50%-ით და მთავრობის ადმინისტრაციამ 75%-ით.

2010-2015 წლებში ყველაზე ანგარიშვალდებულ დაწესებულებებად გამოვლინდა სახალხო დამცველის აპარატი და დმანისის მუნიციპალური გამგეობა. 2015 წელს სპეციალური სიგელით დაჯილდოვდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, დევნილთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და აჭარის მთავრობის აპარატი და ყველა სამინისტრო.

ანგარიში მომზადდა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge” ფარგლებში, რომელსაც IDFI-ი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა” და „ღია საზოგადოების ფონდების ფინანსური” მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებს.

ამ პერიოდის განმავლობაში IDFI-მ სულ 30 153 საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლიდანაც პასუხი 24 438 მოთხოვნაზეა მიღებული.

ანგარიშის პრეზენტაციაზე ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა ისაუბრა:

„ამ პროექტის მიზანი ინფორმაციის ღიაობის კუთხით ხელისუფლების თანმიმდევრული ზრდა და ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობაა. 2010-2015 წლების სტატისტიკას რომ ვუყურებთ, კარგად ჩანს, რომ ხელისუფლების შტოები არჩევნების შემდეგ გააქტიურდნენ, 2014 წელს კი ისევ რეგრესი შეიმჩნევა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს 2010 წლის ნიშნულებამდე არ ჩამოდის. თუმცა ცხადია, რომ IDFI-ის წინ ისევ ინტენსიური სამუშაო აქვს", - აღნიშნა ხუციშვილმა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, გიორგი კლდიაშვილმა საჯარო ინფორმაციის კუთხით არსებულ მოძველებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსთან" და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად,  2014 წლიდან კანონის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე მუშაობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^