Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანადური კომპანია სუფთა ჰაერით სავსე ბოთლებს ჩინეთში ყიდის

16 დეკემბერი, 2015 15:07

კანადური კომპანია, რომელიც ადგილობივი კურორტის ჰაერს ბოთლებით ყიდის, აცხადებს, რომ პროდუქტზე მოთხოვნა განსაკუთრებით ჩინეთიდან გაიზარდა.

Vitality Air-ის ინფორმაციით, 500 კონტეინერი, რომელიც მთიან ქალაქ ბანფში აავსეს, ჩინეთში წინა თვეს გაიგზავნა და სულ რაღაც 2 კვირაში მთლიანად გაიყიდა.

„უკვე უამრავ შეკვეთას ვიღებთ და 1000 ერთეულის დისტრიბუციას ვუახლოვდებით“, - აცხადებენ კომპანიაში.

კონტეინერის ზომის მიხედვით, თითო ბოთლის ფასი 14-დან 20 დოლარამდე მერყეობს.

CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთში, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებისთვის დამახასიათებელია სმოგი, განსაკუთრებით კი ზამთარში, როცა სახლების გასათბობად და ქარხნების ასამუშავებლად ქვანახშირს წვავენ. გასულ კვირას პეკინში ჰაერის ხარისხის გამო სკოლებში სწავლა შეწყდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^