Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა რაოდენობის ქონება გადასცა მთავრობამ რელიგიურ გაერთიანებებს 2012-2015 წლებში

15 იანვარი, 2016 18:45

რა რაოდენობის ქონებას აძლევს სახელმწიფო საქართველოში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებს საკუთრებაში? რა ფორმით და რა ვადით გადასცემს მათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას?

„ლიბერალმა“ ეკონომიკის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, პასუხად კი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა“ და „საქართველოს ებრაელთა კავშირისთვის“ გადაცემული ქონების შესახებ მიიღო ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოს სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის ქონება არ გადაუცია. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული მასალებიდან ირკვევა, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონებისგან განსხვავებით, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო  ქონების ეროვნული სააგენტო „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა“ და „საქართველოს ებრაელთა კავშირს“ ქონებას მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადასცემს.

2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სულ 56 ობიექტი გადასცა, რომელიც ჯამში 766 581 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მათზე არსებული შენობა-ნაგებობებს შეადგენს. აქედან 40 ერთეული, რომელიც ჯამში 354 534 კვ.მ-ს მიწის ფართობს შეადგენს, მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად გადაეცა, ხოლო 16 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელიც ჯამში 412 047 კვადრატული მეტრია  - უსასყიდლოდ.

„ლიბერალის“ მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2014 წელს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალგორში უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით დამატებით 2 207 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.

ამავე პერიოდში მართლმადიდებელმა ეკლესიამ დამატებით 1 ლარად მიიღო თბილისში, კუკიის სასაფლაოზე მდებარე 108,49 კვ.მ. ვერანდა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი; ასევე, 1 ლარად, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე შენობაში არსებული 423,34 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი.

2012 წელს ეკლესიამ თითო ლარად მიიღო ორი ავტომობილი: კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მიტროპოლიტ თეოდორეს შუამდგომლობით ეკლესიას 2010 წელს გამოშვებული Toyota Landcruiser LC 200 გადაეცა, რომლის ძრავის მოცულობა 4700-ია, ასევე - 2012 წელს გამოშვებული Mercedes-Benz S 500, 4700-იანი მოცულობის ძრავით.

2014 წელს მართლმადიდებელ ეკლესიას ქორეპისკოპოს თეოდორეს შუამდგომლობით 1 ლარად ორი ავტომობილი გადაეცა - Mercedes-Benz 310 და ნივა. ამავე წელს ეკლესიამ, ბოდბელი ეპოსკოპოსის, იაკობის შუამდგომლობით, ასევე 1 ლარად მიიღო 2 ავტობუსი.

რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემულ სხვა უძრავ ქონებას, სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წელს საქართველოს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს 1 ლარად გადაეცა ინვენტარი და აღჭურვილობა თავშესაფრისთვის.

ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის შუამდგომლობით, 2014 წელს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოსგან 1 ლარად მიიღო 97 ძირი კრიპტომერიის ხის მორი.

„ლიბერალისთვის“ მიწოდებული მასალიდან ირკვევა, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ სახელმწიფოსგან, სარგებლობის უფლებით, ჯამში 46 650 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი მიიღო:

2014 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 49 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, ჯამში 25 426 კვ.მ. ფართობი და მასზე განთავსებული 21 მეჩეთი მიიღო.

ასევე 2014 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით გადასცა ჯამში 20 224 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 22 მეჩეთი.

რაც შეეხება „საქართველოს ებრაელთა კავშირს“, სახელმწიფოსგან მან სარგებლობის უფლებით ჯამში 25 393 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობანი მიიღო:

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის მაისში „საქართველოს ებრაელთა კავშირს“ ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე 1278 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სინაგოგა გადასცა, სარგებლობის უფლებით, არსებობის ვადით.

ამავე პერიოდში, „საქართველოს ებრაელთა კავშირმა“ სახელმწიფოსგან მარტვილში, ხაშურსა და სენაკში ჯამში 3653 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 3 სინაგოგა მიიღო სარგებლობაში, არსებობის ვადით.

მოგვიანებით, საქართველოს ებრაელთა კავშირს" გორში, ახალციხესა და ბათუმში ჯამში 20 462 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული სინაგოგები გადაეცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^