Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავა „მაესტროს“ წილზე - გადაბაძე გაჩეჩილაძის 25%-ს ეჭვქვეშ აყენებს

04 თებერვალი, 2016 18:39

„გია გაჩეჩილაძეს თავის დროზე აქვს გაყიდული „მაესტროს“ წილის 25%, ანუ ის 55%-ის მფლობელი კი არაა, 30%-ის მფლობელია“, - „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ წილის საკითხი ჯერ ისევ სადავოა.

გადაბაძის თქმით, შესაბამისი დოკუმენტები მას ხელთ აქვს.

„დღეს მამუკა ღლონტის ადვოკატმა ეჭვქვეშ დააყენა გია გაჩეჩილაძის 25%. არსებობს ამისი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ გიამ გაყიდა თავისი წილი, ეს წილი გადაუფორმა მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას და იმ ძველ დამფუძნებლებს, რომლებმაც ახლა გაყიდეს. არსებობს ასეთი ჩანაწერი, რომ რადგანაც წილს ედო ყადაღა, ყადაღის გასვლისთანავე ის ავტომატურად უნდა გადაფორმებულიყო ამ ადამიანებზე. გავიდა ყადაღა, მოიხსნა, მაგრამ გიამ გადაიფიქრა. მამუკა ღლონტის ადვოკატი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას. ეს ყველაფერი ჯერ სასამართლო დავაშია. ჯერ გაირკვეს მფლობელი, ხოლო იმან შემდეგ გადამაყენოს მე“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ „მაესტროს“ დირექტორის ბაია გადაბაძის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალიტებს კრების მიმდინარეობისას მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი არგუმენტი და 55%-ის მფლობელმა მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, დირექტორის მოვალეობას ლევან გაჩეჩილაძე შეასრულებს. 

ადვოკატის თქმით, ჯერ უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბაია გადაბაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას. 

კრებაზე გამოცხადებული შესვენების დროს დარბაზი კომენტარის გარეშე ერთად დატოვეს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და ბაია გადაბაძემ. კრება სხვა საკითხებით რამდენიმე წუთში განახლდება. 

პარტნიორთა კრებაზე ბაია გადაბაძის მოხსნის საკითხის განხილვა გია გაჩეჩილაძემ მოითხოვა. გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროს“ 55%-იანი წილის მფლობელი 1 თებერვალს გახდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^