Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილი: პარლამენტში დაიწყო კამპანია - „პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო"

05 თებერვალი, 2016 11:14

პარლამენტში 3 თებერვალს დაიწყო კამპანია, სახელწოდებით „საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო", - საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარის" გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მარგველაშვილმა ტოკშოუ „მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სხვადასხვა დროს კამპანიები სხვადასხვა ლოზუნგებით მიმდინარეობდა და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, არამედ გარკვეული პიარის ნაწილია.

„კამპანია, რომელიც პარლამენტში დაიწყო, ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო, არ არის პირველი კამპანია ჩემს წინააღმდეგ. როდესაც მე გამოვაცხადე 2016 წელი ქალთა წლად, დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ქალები ციხეში ისხდნენ. როდესაც ვსაუბრობდი სხვადასხვა საკითხზე, დაიყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, სახელწოდებით საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია „ნაციონალებთან". მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება ან მათი მიზეზის განსაზღვრა. სიმართლე გითხრათ, არც ვუღრმავდები ხოლმე ამ საკითხებს. სამწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის, ეს რაღაც პიარის ნაწილია, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკას. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ კრიტიკა არ ისმოდა. ძირითადი თემები, რაზეც მე ვისაუბრე, იქნა მიღებული და გაზიარებული. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან თუ დავუკვირდებით ჩემს გამოსვლებს პარლამენტში, ჩემი გზავნილები პირველი გამოსვლიდან დღემდე უცვლელია", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^