Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად აშშ 140 მილიონ დოლარს გამოყოფს

05 თებერვალი, 2016 19:13

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად 140 მილიონი დოლარი გამოყო. პროგრამა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით ხორციელდება.

„პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროგრამები - მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების სწავლება თბილისში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალო სკოლებში, მასწავლებლების ტრენინგი და ბევრი სხვა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

განხორციელებული ღონისძიებები და პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს  დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ, ფატემა სუმარმა.

ფატემა სუმარის თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, მეცნიერების, ტექნოლოგიების, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.

შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^