Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბაშიძე: ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში

07 თებერვალი, 2016 14:12

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომელიც პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციაზე თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს.

ზურაბ აბაშიძემ ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატები" მის გადაჭრას შეძლებს. 

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს. ამავდროულად ვიცით, რა არის ოპოზიციაში ყოფნა. ოპოზიციაში ყოფნა კომფორტი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ხელისუფლებაში. პირველ რიგში, უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ნდობა დავუბრუნოთ. დღეს ნიჰილიზმი არ უნდა იყოს ქვეყანაში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება არა ბრძოლა ერთის წინააღმდეგ, არამედ ბრძოლა დაპირებების შესრულებისთვის.

„2016 წლის არჩევნები პროგრამული არჩევნები იქნება. ეს კონკრეტულ გათვლებზე ორიენტირებული არჩევნები იქნება, სადაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაინახოს, რომ „თავისუფალ დემოკრატებს" ქვეყნის მართვა შეუძლია", - მიმართა თბილისის საქალაქო ორგანიზაციის წევრებს ზურაბ აბაშიძემ.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^