19 თებერვალს, 19:00 საათზე, ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში (მისამართი: თბილისი, ლადო ასათიანის 62) სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) გიწვევთ დოკუმენტური ფილმის, „ეს არ არის ჩემი სახლი“, ჩვენებაზე.
ფილმი გადაღებულია „ლიბერალის“ მიერ „ქალთა გლობალური ფონდის “ მხარდაჭერით და გვიჩვენებს აფხაზეთიდან დევნილი 4 ქალის ისტორიას, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი - მომავლის რწმენა და სახლში დაბრუნების სურვილი აერთიანებთ.
იძულებით გადაადგილებული პირები და მათი შვილები ომის შედეგებს დღემდე იმკიან. ფილმში ოთხი ქალი საკუთარ ამბავს ჰყვება, - თუ როგორი ახსოვთ მათ საკუთარი ცხოვრება ომამდე და რა შეიცვალა ომის შემდეგ, როგორ მოახერხეს საკუთარი თავის დამკვიდრება ახალ გარემოში და როგორ იბრძვიან დღემდე.
მათი ისტორია განსხვავებულია: ზოგიერთი ახერხებს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთას და ახლობლებთან ურთიერთობას ინარჩუნებს,ზოგიერთი კი ამისთვის მზად არ არის, თუმცა ყოველდღე ელოდება სახლში დაბრუნებას.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
„ეს არ არის ჩემი სახლი"#მალე „ლიბერალსა" და csdc-itv.ge-ზე ბასტი მგალობლიშვილისა და დათო ფარულავას დოკუმენტური ფილმი „ეს არ არის ჩემი სახლი" აფხაზეთიდან დევნილი ქალების შესახებ.ფილმის პრეზენტაცია 19 თებერვალს, ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში გაიმართება. https://www.facebook.com/events/1001572079902569/#ლიბერალი #CSDC
Posted by ლიბერალი / Liberali on Tuesday, February 9, 2016