Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გაჟონვაზე დასკვნა პროკურატურას გადასცა

19 თებერვალი, 2016 17:39

მოსამართლეთა ტესტებისა და კაზუსების სავარაუდო გამჟღავნებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევის შედეგებს პროკურატურაში გადაგზავნის. ლევან მურუსიძემ საბჭოს წევრებს მის მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგები დღეს წარუდგინა.

„საბჭოს წევრებს გავაცანი აღნიშნული დასკვნა. ითქვა, რომ საქმე გვაქვს ტესტებისა და კაზუსების სავარაუდო გაჟონვასთან, შესაბამისად, ჩემი მხრიდან დადგა წინადადება, რომ აღნიშნული მოკვლევის შედეგები გადაიგზავნოს პროკურატურაში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს მასალები, რომელიც მოიცავს ნაშრომებს და ტესტირების დარბაზებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, პროკურატურაში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება", - განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს წევრებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ტესტებთან და კაზუსებთან და ისინი მზად არიან პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის.

2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა მოსამართლეთა შერჩევისას გამოვლენილ დარღვევებზე განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, კანდიდატთა წერითი კაზუსების ამოხსნა, სიტყვასიტყვით ემთხვევა ოფიციალურ ვერსიას.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2015 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტურ გამოცდაზე, ადგილი ჰქონდა ტესტებისა და წერითი კაზუსების წინასწარ გამჟღავნებას. განვმარტავ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტები და კაზუსები, განეკუთვნება სრულად კონფიდენციალურ ინფორმაციის სახეს და მასზე წვდომა გააჩნია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებს ან მათ მიერ ვიწროდ განსაზღვრულ პირებს. ამასთან, საგამოცდო ტესტები განეკუთვნება იმ კატეგორიის დახურულ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას,“ - ნათქვამია ახვლედიანის განცხადებაში.

ახვლედიანის განცხადების შემდეგ ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო კარგა ხანია მუშაობს და მოკვლევას პირადად აწარმოებს. მისი თქმით, საბჭო მოკვლევას აწარმოებს არა მარტო ტესტების წინასწარი გამჟღავნების, არამედ სხვა თემებზეც, რომლებიც გარკვეულ კორუფციულ საკითხებს უკავშირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^