2015 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მედიაში სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურებისთვის საქართველოს მასშტაბით 7 173 955 ლარი გადარიცხეს, - ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევაშია აღნიშნული.
ეს მონაცემი მოიცავს მთავრობის კანცელარიის, ცალკეული სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (სსიპ) და სხვა დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულმა სსიპ-ებმა და სააქციო საზოგადოებებმა ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვეს, წარმოდგენილი მაჩვენებელი არასრულია.
MDF-ის კვლევის თანახმად, აღნიშნული თანხის 79,8 % სატელევიზიო რეკლამაზე მოდის, 12,2% – ონლაინმედიაზე, 6,3% – გაზეთებზე, 0,8% – რადიოზე, 0,9% – შერეულ კონტრაქტებზე, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მედიას მოიცავს. სატელევიზიო რეკლამის ყველაზე დიდი წილი „რუსთავი 2-ზე“ მოდის – 2,1 მლნ, შემდეგ ადგილზეა „იმედი“ – 1, 02 მლნ, „GDS“ – 398 932.19, „მაესტრო“ – 332 736.9, „ქვემო ქართლის ტელევიზია“ – 273 000, „რიონი“ – 86 018.2, „კავკასია“ – 70 669.5, „ობიექტივი“ („ეტალონი“) – 68 616.01, გადაცემა „ეტალონი“ – 56 367.99, დანარჩენი ტელევიზიები – 34 874, სარეკლამო კომპანიების მიერ ერთობლივად რამდენიმე ტელევიზიაში განთავსებული რეკლამა – 1 318 089,31. აღსანიშნავია, რომ გარკვეული საბიუჯეტო კონტრაქტები არ იძლეოდა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, თუ რომელ მედიასაშულებაზე („რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „GDS“, „კავკასია“, ასევე 17 რეგიონული ტელევიზია) რა თანხა გადანაწილდა, ხოლო 1 შემთხვევაში გაფორმებული კონტრაქტით, თავად ტელევიზიების იდენტიფიცირება იყო შეუძლებელი.
რადიო საშუალებებზე კი სარეკლამო თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
კვლევის მიხედვით, ონლაინმედიაში ლიდერობს „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ (IPN, PalitraTV.ge, Kvirispalitra.ge, bpn.ge. Ambebi.ge, gemrieli.ge) – 290 259, რომელსაც მოსდევს PiA და მასთან დაკავშირებული გამოცემები Daijesti.ge, rubrica.ge, funtime.ge – 156 339, info 9 – 66286, IPM (საინფორმაციო სააგენტოებში ინფორმაციის განთავსება) – 52400, accent.com.ge – 45520, GHN – 32578, „ექსპრესნიუსი“ (EPN) – 28382, etanews.ge – 27 905, newspress.ge – 23 371, for.ge – 19 457, netgazeti.ge – 12 890, news.ge – 12408.3 სხვადასხვა – 99 032.
ბეჭდვითი მედიიდან ყველაზე დიდი თანხა – 85915.5 – გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაზე“ მოდის, შემდეგ ადგილზეა „რეზონანსი“ – 74536.92, „კვირის პალიტრა“ – 73513.17, „ვერსია“ – 54716, „ჯორჯია თუ დეი“ – 28600, „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ – 21815.6, „ენციკლოპედია ქუთაისი“ – 14994 და სხვები – 82 776.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ცალკეული ერთეულები კვლავ აგრძელებენ ისეთ მედიასთან მომსახურების კონტრაქტების გაფორმებას, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. ასეთებია:
აღსანიშნავია, რომ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ საქართველოს მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული სარეკლამო მასალა განთავსდა, რასაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის #2552 განკარგულება დაედო საფუძვლად. „ექსკლუზივნიუსთან" კი კონტრაქტი შსს-ს დაცვის პოლიციამ გააფორმა.