Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ეს შენ გეხებას“ წევრები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

14 მარტი, 2016 13:57

„ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში „ეს შენ გეხებას“ წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს აღარაა ინდივიდუალურ პირებზე დარტყმა მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით.

„ეს აღარაა მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება. აქ არის მუქარის შემცველი მესიჯებიც. ესაა პირდაპირი შანტაჟი არა მხოლოდ იმ პირებისა, ვინც ასახულია ამ კადრებზე, არამედ მთლიანად საზოგადოების. ესაა დარტყმა დემოკრატიასა და მთელ წინასაარჩევნო პროცესზე“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშვილის შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების გასაჯაროება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ესაა შეტევა პროდასავლურ ძალებზე - როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში და ამ პროცესის გამოძიებაში ხელისუფლების ქმედება არაეფექტიანია“, - ამბობს ხუციშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები აცხადებენ, რომ კამპანია „ეს შენ გეხება“ აქტიურ ფაზაში გადადის და მოითხოვენ პრემიერ-მინისტრსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

„იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ის არ არის ეფექტიანი და პროცესი საზოგადოების მხრიდან ნდობით ვერ სარგებლობს. ამიტომ მოვითხოვთ სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას, რაც ნიშნავს, რომ ამ ფორმატში სამართალდამცავებთან ერთად მინიმუმ მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ექსპერტები და არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მოთხოვნაც“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

კამპანიის წევრების განმარტებით, პრემიერთან შეხვედრაზე სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნასთან ერთად, სხვა საკითხებსაც დააყენებენ, ესენია: ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირება და იმ კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

„ეს შენ გეხებას“ წევრი ორგანიზაციები შაბათს, 13:00 საათზე ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ.

„მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება, გამოვიდნენ შაბათს და შემოუერთდნენ აქციას“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დღეს, სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, მოქმედი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეოს ავტორები სხვა კადრების გავრცელების თავიდან აცილების სანაცვლოდ პოლიტიკოსებს გადადგომისკენ მოუწოდებენ, და იმუქრებიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასაც გაავრცელებენ.

„ჯერ ამით შემოვიფარგლები, თუ არ წახვალთ, სხვებსაც გამოვამზეურებთ. ხალხმა უნდა იცოდეს, ვის უხდის ხელფასს! ვინც წავა, მათი კადრები არ დაიდება“, - ნათქვამია ვიდეოში.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^