Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტორია 115-ის სტუდენტთა მოთხოვნები

15 მარტი, 2016 19:57

აუდიტორია 115-ის წევრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საგანგებო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც  განათლების შესახებ კანონის ცვლილებაზე იმუშავებს.

„მოვითხოვთ, კანონის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტის მართვის დემოკრატიზაცია, უნდა შეიცვალოს უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესი, კანცლერის არჩევის წესი, აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს  შემადგენლობა და არჩევის წესი. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანია კანონში უმაღლესი განათლების შესახებ პირდაპირი დემოკრატიის პრინციპები მაქსიმალურად გაძლიერდეს", - მიმართა თსუ-ის სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი აქციის მონაწილეებს.

მეორე მოთხოვნა - თვითმმართველობის სისტემის სრულ გარდაქმნას ეხება, რაშიც იგულისხმება, რომ თვითმმართველობის ფუნქცია მხოლოდ წარმომადგენლობით საბჭოებში მუშაობა  იყოს. გარდა ამისა, თვითმმართველობამ უნდა გააუქმოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და დეპარტამენტები. მათი მოთხოვნით, სტუდენტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების საგრანტო-საკონკურსო კომისია უნდა შექმნას, რომ თანხა თავისუფალმა კლუბებმა გამოიყენონ.

„პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ აკადემიურ საბჭოს, რომელსაც ჩვენი ნდობა არა აქვს. აკადემიური საბჭოს წევრებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა, უნივერსიტეტში რაც ხდება ეს არ არის მხოლოდ რექტორის ბრალი.სანამ ის ნასვამი ადამიანები, მოძალადეები, ნიღბიანები არ გავლენ უნივერსიტეტიდან 115-ე აუდიტორიაში შეკრებილი ადამიანები იქ ყოფნას განაგრძობენ",- თქვა ლევან ლორთქიფანიძემ.

სტუდენტების ჯგუფის ბოლო მოთხოვნა ე.წ. ოდეერების საკითხს ეხება. სტუდენტები პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართავენ, თუ როგორ აპირებეს ე. წ. „ოდეერების" ინსტიტუტის შესახებ გამოძიების დაწყებას და მის ბოლომდე მიყვანას. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სტუდენტები ამ ინსტიტურის არსებობას ყველა ფორმით შეეწინააღმდეგებიან და ამ მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ მოხსნიან.

აუდიტორია 115-ის წევრებმა მხარდამჭერებს თავიანთი მოთხოვნები გააცნეს#თსუ #აუდიტორია115 #ავტონომიაუნივერსიტეტს #TSU16 #თსუ16

Posted by ლიბერალი / Liberali on Tuesday, March 15, 2016

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^