Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები მერიის აუდიტის დასკვნის გასაჩივრებას გეგმავენ

23 მარტი, 2016 18:40

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ თბილისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე თბილისის ხუთი ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

“ლიბერალი” მე-6 ბაგა-ბაღის ყოფილ დირექტორ თამარ ბაქრაძეს და 215-ე ბაგა-ბაღის დირექტორ ხატია  ლაშქარაშვილს დაუკავშირდა.

თამარ ბაქრაძე თბილისის მე-6 ბაგა-ბაღს 9 წელი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, აუდიტმა მოკვლევა 25 თებერვალს დაიწყო. ბაღმა გამოთხოვილი საბუთები - ინფორმაცია საბანკო ამონაწერებისა და ხარჯების შესახებ - აუდიტს გადასცა. 21 მარტს ბაქრაძემ აუდიტის დასკვნა მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ მისი პროფესიული უნარ-ჩვევები დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამოა, რაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა. გათავისუფლების ბრძანება 21 მარტსვე დაიწერა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბაგა-ბაღმა ერთი წლის განმავლობაში 27 ათასი ლარით მეტი მოითხოვა და ეს თანხა ბავშვების კვებისთვის, სათამაშოებისა და საკანცელარიო ნივთებისთვის დახარჯა.   

"აღმოჩნდა, რომ ის თანხა, რომელიც ბაღმა მოითხოვა მხოლოდ კვებაზე არ დახარჯულა. დაიხარჯა სხვა სამეურნეო ხარჯებისთვის. დასკვნაში ერთ ბავშვზე გამოყოფილი თანხაა გაანგარიშებული. ჩემ მიერ გამოთხოვილი თანხა 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენდა. რეალურად დაიხარჯა მეტი, 2 ლარი და 13 თეთრი. დასკვნაში წერია, რომ ერთი წლის განმავლობაში ზედმეტად 27 ათასი ლარია გამოთხოვილი, რომელიც სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე სხვა ხარჯების დაფინანსებაზე იქნა მიმართული. ეს თანხა ისევ ბაღის განვითარებას მოხმარდა.  წერია, რომ სახსრები არასწორად დაიხარჯა და ზედმეტი  საკვები გაიწერა. მაშინ, როცა  ჩვენ სააგენტოს მიერ მოწოდებული მენიუ-ფაქტურით ვხელმძღვანელობთ. თვითონ აუდიტის დასკვნა ადასტურებს ჩემს შეუსაბამობას დაკავებულ თანამდებობასთან. ჩანს, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ თავად აუდიტის მიერაა მიღებული. წინასწარ არანაირი გაფრთხილება ან საყვედური მე არ მიმიღია", - ამბობს თამარ ბაქრაძე.

ბაქრაძე ამბობს, რომ აუდიტის დასკვნას სასამართლოში გაასაჩივრებს.

აუდიტის დასკვნა 215-ე ბაღის ყოფილმა დირექტორმა ხატია ლაშქარაშვილმაც 21 მარტს მიიღო. ბაქრაძის მსგავსად ისიც 9 წელია ბაღის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ამ შემთხვევაშიც დაკავებულ თანამდებობასთან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა და გამოთხოვილ თანხასთან შედარებით მეტი ხარჯი  სახელდება

ლაშქარაშვილის თქმით, მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოდან ორი მონიტორინგი ჩაატარა - 3 და 25 თებერვალს. შემოწმდა კვების ბლოკი, საწყობები, საერთო მდგომარეობა.

მისი თქმით, მათ ახლა გაიგეს, რომ ბაგა-ბაღიდან საბუთები აუდიტორული შემოწმების მიზნით მოითხოვეს და საბუთების წარდგენა მათ ბაღების სააგენტოს უფროსმა თორდინავამ მოთხოვა.

“მოგვთხოვეს ბანკის ბრუნვა, ბავშვების აღრიცხვის ტაბელი და მოთხოვნის ფურცლები, ანუ ის საბუთები, რომელზეც გაწერილი იქნებოდა, რა თანხას ითხოვდა ყოველწლიურად ბაგა-ბაღი არსებობისთვის. ინფორმაცია არ გვქონდა, რისთვის ითხოვდნენ ამ საბუთებს ", - ამბობს ხატია ლაშქარაშვილი.

ლაშქარაშვილი ამბობს, რომ მან წინა წელს ერთი უკანონო საყვედური მიიღო.

"დასკვნაში ამ საყვედურის შესახებაც მითითებულია. ეს საყვედური შარშან ჩატარებული რევიზიის შედეგად მივიღე. მაშინაც ამორჩევით სწორედ ეს ბაღები შეამოწმეს. თუმცა აქ აღმოჩენილი დარღვევები არ მიუთითებდა დირექტორის ბრალეულობაზე. ის ზოგად სისტემურ დარღვევებს ეხებოდა, სწორედ ეს გავასაჩივრე. ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია".

ლაშქარაშვილი აუდიტის დასკვნის გასაჩივრებასაც გეგმავს.

ბაგა-ბაღების დირექტორთა გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.

ერთ-ერთი მომხმარებელი, მშობელი მარი კორკოტაძე არასამთავრობო ორგანიზაცია “დედები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ორგანიზაციის წევრია.

ახლა გავიგე, რომ იმ ბაღის დირექტორი მოუხსნიათ, სადაც დათა დამყავდა და ახლა ნიკოლოზი დადის. ეს არის თბილისის მე-6 ბაღი "მ...

Posted by Mari Korkotadze on Tuesday, March 22, 2016

უფლებადამცველმა ნინო ცინცაძემ Facebook-ზე Note გამოაქვეყნა:

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მალე გაავრცელებენ.

"ლიბერალმა" თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღებში (#90, #215, #6, #2, #92) ჩატარებული აუდიტის შესახებ მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. 

ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადდება კონკურსი და შერჩეული კანდიდატი დირექტორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დაინიშნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^