Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლები პატრიარქის ქადაგებას ეხმაურებიან

05 აპრილი, 2016 14:42

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლები, დიანა ჯანაშია და ბესარიონ ცინცაძე პატრიარქის ქადაგებას ეხმაურებიან. მშობლების განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ.

„2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. საქართველოშიც უკვე რამდენიმე წელია, რაც იმართება სხვადასხვა აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. სახელმწიფო თუ კერძო უწყებები მიმართავენ ინფორმაციის გაზრდის სხვადასხვა მეთოდს, როგორიცაა სასწავლო ვიზიტები, გამოფენა -გაყიდვები, დისკუსიები და სხვა. თითოეული დაგეგმილი ღონისძიების მიზანია მოხდეს აუტიზმის მქონე ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში. აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები და/ან გვევლინებიან ორგანიზატორებად ისეთი შეხვედრების, რომლის მიზანიც არის საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება აუტიზმის შესახებ.ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების ამ პროცესში ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდეს ყველა ის სტრუქტურა რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი და გარდამტეხი როლი იქონიოს საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და შეხედულებების ნგრევის პროცესში. საქართველოს საპატრიარქოს ჰყავს დიდი მრევლი და ხშირია როცა საკვირაო ქადაგებაში გაჟღერებული სიტყვები გათვიცნობიერებულად თუ გაუთვიცნობიერებლად ფეხს ადვილად იკიდებს საზოგადოების ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკაში. მოგეხსენებათ რომ პატრიარქის 3 აპრილის საკვირაო ქადაგებაში (http://karibche.ambebi.ge/…/4870-ilia-meore-ufali-adamians-…) აუტიზმი განმარტებული იქნა მრევლისთვის როგორც მძიმე დაავადება, და შესაბამისად არაერთხელ გაესვა ხაზი „ავადმყოფი“ შვილების მშობლების სატარებელ მძიმე ჯვარს. იქიდან გამომდინარე რომ აუტიზმი არის ნეიროგანვითარების დარღვევა და არა დაავადება. აუცილებლად მივიჩნევთ რომ ტექსტის შედგენისას მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტება, რათა თავიდან ავირიდოთ ისეთი სიტყვების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ისედაც არსებული სტიგმის გაღრმავებას და პროვოცირებას გაუწევს საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებას."

განცხადებას ხელს აწერენ: დიანა ჯანაშია, მესარიონ ცინცაძე, მარი კორკოტაძე, ხათუნა ხავთასი, თამუნა მურუსიძე, ეკა გაბადაძე, მაკა ჯღამაძე, ანი დანელია, ნინო რობაქიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^