ზესტაფონის, ახმეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებმა მგლების დახოცვის უფლება მიიღეს.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის N566, N567 და N 568-ე განკარგულებაშია აღნიშნული.
ამასთან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტზე გაცემულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტმა მგლებთან ერთად ტურების დახოცვის უფლებაც მიიღო.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის მაისამდე გარეული ცხოველების გარემოდან ამოღების შესახებ მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, 249 მგლის, 135 ტურის, 7 მელიისა და 4 დათვის დახოცვის ნებართვა გაიცა.