Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარამია: ამ მოსამართლემ წლების წინ გამამართლა, ამიტომ შესაძლოა, არ იყოს ობიექტური

27 აპრილი, 2016 15:23

მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელი მეპატრონის მხარემ მოსამართლეთა კოლეგიის კიდევ ერთი წევრის, შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ შორენა ყაველაშვილის აცილებისთვის მთავარ არგუმენტად შემდეგი რამ დაასახელა: „ჩემს ინტერესშია მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ქალბატონი შორენა იყო იმ კოლეგიაში, რომელმაც წამდენიმე წლის წინ მიიღო გამამართლებელი განაჩენი ჩემ მიმართ. ეს მაფიქრებინებს, რომ ის შესაძლოა, არ იყოს ამ საქმეში ობიექტური... ამ ვითარებაში, როდესაც ქალბატონ მოსამართლეს ჩემს საქმეში გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ის ჩანაცვლდეს გარეგნული დამკვირვებლის, უფრო ნეიტრალური და ჩემთან დაუკავშირებელი მოსამართლით“.

მოსამართლე ყაველაშვილმა თვითაცილება ამ შუამდგომლობაზე არ გამოიყენა. მან აღნიშნა, რომ „გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან არანაირ კავშირში არ არის პირადი სიმპათია. ეს მიღებული იყო იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საქმეში იყო წარმოდგენილი, ასევე არ ვაპირებ, ამ საქმესთან დაკავშირებით რომელიმე მხარის მიმართ პირადი სიმპათიების მიხედვით მივიღო გადაწყვეტილება. თვითაცილებას არ ვიყენებ“.

მოსამართლეთა კოლეგიამ ყაველაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^