Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი: შულცისგან მოვისმინე, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის წინაპირობები არ იქნება

27 აპრილი, 2016 17:46

ვიზალიბერალიზაციის პროცესი, საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა - იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომლებზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა  ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მასთან საუბარში მარტინ შულცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს დამატებითი პირობების შესრულება არ მოუწევს.

„მოხარული ვიყავი, მომესმინა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში არ იქნება დამატებითი წინასწარი პირობები და საკითხები, რომელთა შესრულებაც საქართველოს მოუწევს. პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც იყო დაგეგმილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პროცესი შეუფერხებლად და მალე დასრულდება და რომ ვიზალიბერალიზაცია დადებითად იმოქმედებს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ევროპაზეც.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს რეგიონში მთავარი მოკავშირე უწოდა - „კიდევ ერთხელ, ევროპარლამენტის სახელით, გამოვხატე დაინტერესება საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ძლიერი პარტნიორი ქვეყნის, დემოკრატიული და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართ. ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი და აზრთა გაცვლა იმ როლის შესახებ, რომელსაც საქართველო თამაშობს, როგორც ევროკავშირის მთავარი მოკავშირე რეგიონში და შევთანხმდით,რომ დავრჩებით რაც შესაძლებელია, ახლო, მჭიდრო კონტაქტში“.

დავით უსუფაშვილიც განცხადებით,  მარტინ შულცი საქართველოს უახლოეს თვეებში ეწვევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^