Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი პოლიციელების მიერ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

27 აპრილი, 2016 19:07

2016 წლის 27 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქე გ.ა.–ს მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა, - ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

„მოქალაქის განმარტებით, იგი 2016 წლის 25 აპრილს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, დაადეს ხელბორკილები და ჩასვეს პოლიციელთა ავტომანქანაში. როგორც გ.ა. აცხადებს, პოლიციელმა მ.ყ.–მ ჯერ სახის არეში დაარტყა ხელი, შემდეგ სხეულზე რამდენჯერმე ფეხი. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილების ეზოში, სადაც რამდენიმე პოლიციელი სცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო მ.ყ. სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორცილებით დაემუქრა. ამასთან, პოლიციელები ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით.

თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერებისა და საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმების მიხედვით, გ.ა.–ს სხეულის დაზიანებები აღენიშნება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^