Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია და „ტფილისის ჰამქარი" ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

28 აპრილი, 2016 17:08

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ტფილისის ჰამქარი" ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „გადაწყვეტილება თბილისის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის კორექტირების შესახებ, მიღებული იქნა გაუმჭვირვალედ და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობის გარეშე".

„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე თბილისის ბოტანიკურ ბაღს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამდენად, ბაღი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა ის მექანიზმი, რომელიც კანონით არის დადგენილი;

მიუხედავად თბილისის მერიის განცხადებისა, რომ ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალისგან დამოუკიდებლად, თბილისის მერიას არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული ე.წ. დაკორექტირებული ტერიტორია არ განეკუთვნებოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილს. შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საზღვრების კორექტირება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში განხორციელდა;

თბილისის ბოტანიკური ბაღის სტატუსის გათვალისწინებით, უცნობია ბაღის საკუთრებაში არსებული ფართის კორექტირების დროს ინფორმირებული იყო თუ არა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული ორი ადმინისიტრაციული ორგანოს შესაძლო მონაწილეობის გარეშე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს" - ნათქვამია ერთბლივ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^