Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამინისტრო: პროექტი კალაპოტიდან მერქნული რესურსის მოპოვების აკრძალვას არ ითვალისწინებს

04 მაისი, 2016 12:36

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოპოვების აკრძალვას. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი ისეთი მერქნული რესურსის მოპოვება, რომლის დიამეტრი 12 სმ-მდეა, უსასყიდლოდ და შეუზღუდავად არის შესაძლებელი, ხოლო 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვება ტყის მართვის ორგანოში შეტყობინების საფუძველზე, სააგენტოს მიერ რესურსის დაფირნიშებისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

„არ მოხდება დამატებითი მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსი მოპოვებისას, მოხდება მხოლოდ დაფრნიშების საფასურის - 1 კვმ-ზე 3 ლარის გადახდა. მოსახლეობა არ იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, რომლის გადახდაც ჩვეულრბრივ ხდება სოციალური ჭრის დროს საშეშე ან სამასალე მერქნით სარგებლობისას" - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს თქმით, საკანონდებლო ცვლილების მიზანი მერქნულ რესურსზე მოსახლეობის წვდომის გამარტივებაა. 

„გარდა ტყეში არსებული ბუნებრივად ან სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ძირნაყარი რესურსისა, არსებობს მდინარეების კალაპოტებში ასევე სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე. საქართველოს მდინარეების ღვარფოცული ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი რესურსი სეზონურად ხშირად აკუმულირდება ამა თუ იმ მდინარის კალაპოტში, რაც, ერთი მხრივ, იწვევს მდინარეების ჩახერგვას და ზრდის კალაპოტის შეცვლისა და წყალმოვარდნის საშიშროების რისკს, მეორე მხრივ, ეს რესურსი ხშირ შემთხვევაში ლპება გამოუყენებლად, კარგავს მერქნულ ღირებულებას, იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია მისი სათბობად გამოყენება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებებით მოხდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა, რომლის ათვისებასაც ბოლო ათწლეულებია ქაოტურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზიანთან ერთად უარყოფითი სოციალური და ეკონომიკირი შედეგები მოაქვს.

„ფუჭდება და იკარგება  რესურსი, რომელიც შესაძოა გამოყენებული იქნეს მოსახლეობის მიერ, ხდება მდინარეების კატაპოტების ჩახერგვა და დაბინძურება. ცვლილებების შემდეგ ეროვნული სატრეო სააგენტო გახდება პასუხისმგებელი უწყება აღრიცხოს, დაახარისხოს, დაასაწყობოს და განკარგოს მმდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსი“, - აცხადებენ სამინისტროში.

გარემოს დაცვის სამინისტოს კანონპროექტით, მდინარის ნაპირზე ძირნაყარი მერქნული რესურსის დასაწყობებისა და გაცემის წესი საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად მოხდება.

შესაბამისი ცვილილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“  კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსში შედის.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, აღნიშნული მერქნული რესურსის გაცემა მოხდება არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად და ასევე აუქციონის წესით. მას გასცემს შესაბამისად სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^