Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები „კაბელების საქმეზე“: საქმის პოლიტიკური კონტექსტი ეჭვს ბადებს

18 მაისი, 2016 17:17

„იქმნება განცდა, რომ „კაბელების საქმეში” მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც შესაძლოა, პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული“, - არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებენ.

მესამე სექტორი წარმომადგენლები ასახელებენ იმ კითხვებს, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩნდება:

  1. მსჯავრდებულების თანამდებობები და მათი სამსახურებრივი სტატუსი მიუთითებს, რომ ისინი არ წარმოადგენენ თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, ამდენად მათ უშუალო მფლობელობასა და გამგებლობაში ვერ იქნებოდა ის ქონებრივი სიკეთე, რომლის გაფლანგვაზეც პროკურატურა აპელირებს;
  2. მსჯავრდებულების თანამდებობების მიხედვით ისინი ასევე მოკლებული იქნებოდნენ შესაძლებლობასსაბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღოთ. ამდენად გაურკვეველია რა საფუძვლით გამორიცხა ამ საქმეში პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო ჩართულობა და რატომ არ დაუსვა არც ერთი შეკითხვა ყოფილ თავდაცვის მინისტრს;
  3. “კაბელების პროექტი”საქართველოს მთავრობის მიერ იქნა განხილული და დამტკიცებული, თანხა კი გადაირიცხა ფინანასთა სამინისტროს მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებ ამ საქმეში მსჯავრდებული პირების ჩართულობის ხასიათზე და ხარისხზე და ასუსტებს პროკურატურის არგუმენტაციას. წარდგენილ ბრალში შესაბამისი დამაჯერებლობით არ არის დასაბუთებული მსჯავრდებული პირების მიერ ორგანიზებული ჯგუფის სახით მოქმედება;
  4. წარდგენილი ბრალი სათანადო ხარისხითა და დამაჯერებლობით ვერ ასაბუთებს მსაჯვრდებულების ანგარებით მოტივებს და განზრახვებს, რაც ამ ტიპის დანაშაულის ბრალად შერაცხვისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს;
  5. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოსამართლემ 18 თვიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 2 არასამუშაო დღეში მიიღო გადაწყვეტილება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის პოლიტიკური კონტექსტი ეჭვებს ბადებს და ამ კონტექსტად დასახელებულია მაშინდელი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ალასანიას შორის დაპირისპირება, რომელიც მინისტრის გადადგომით დასრულდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქმეს გრიფიტ საიდუმლო ედო, ხოლო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საქმის შესახებ ინფორმირებული იყო. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ „კაბელების საქმეს“ პროკურატურამ მიანიჭა გრიფი საიდუმლოს სტატუსი და მას შემდეგაც არ მოხსნა, რაც პროკურატურას ომბუდსმენმა მოუწოდა, რომ პროკურატურას გაესაიდუმლებინა საქმის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეიცავდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას და მაგვარად უზრუნველ ეყო დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან მალევე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აჩვენა სტრატეგიული საიდუმლო ინფრასტრუქტურის ქსელის შესახებ ინფორმაცია, რაც, ამ საქმის გასაიდუმლოების ერთ-ერთი საფუძველი იყო.

არასამთავრობოების განცხადებით, საქმეს დეტალურად  სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ შეფასებენ.

ე. წ. „კაბელების საქმეში“ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯა.

განცხადებას ავრცელებენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^