Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თვალთვაძე:სტუდენტებისა და პროფესორების არამართლზომიერ ქმედებებზე რეაგირება გამკაცრდება

30 მაისი, 2016 14:06

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მმართველი ორგანოების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დარეჯან თვალთვაძემ პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს არსებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვითარება კანონიერ ჩარჩოს უნდა დაუბრუნდეს, რისთვისაც პირველ რიგში სტუდენტებს შორის დაძაბულობის განმუხტვაა საჭირო.

"გვინდა მოვუწოდოთ ამ პროცესში ჩართულ თითოეულ სტუდენტს, ასევე იმ სტუდენტებსაც, რომლებიც აქტიურად არ იყვენენ ჩართული ამ პროცესებში, რომ ის რაც უნივერსიტეტში ხდება არ არის მოსაწონი. მოსაწონი არ არის ფორმები, თორემ თავისთავად მოთხოვნა რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაუმჯობესდეს სწავლების ხარისხი, უნივერსიტეტში გვქონდეს უკეთესი პირობები, ის რომ რეფორმას საჭიროებს ბევრი რამ, მათ შორის სტუდენტური თვითმმართველობაც, ეს ის საკითხებია, რომლებსაც ყოველდღიურად განვიხილავთ, მაგრამ ამისათვის საჭიროა მშვიდი, საქმიანი გარემო და არა ის დაძაბული ვითარება, რომელიც ახლა უნივერსიტეტშია შექმნილი",- თქვა თვალთვაძემ.

დარეჯან თვალთვაძის თქმით, საერთო ფონიდან გამომდინარე, ადმინისტრაცია შესაბამის სამსახურებს დაავალებს, რომ მომზადდეს ცვლილებები უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებთან დაკავშირებით,- შინაგანაწესსა და ეთიკის კოდექსში. მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ გამკაცრდება რეაგირება სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე. რაც, მისი  თქმით, უნივერსიტეტში ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა .

თვალთვაძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა დღევანდელი საკანონმდებლო მოცემულობაა, რომელიც არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტების მოთხოვნების შესაბამისად, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.

"მივმართავთ განათლების სამინისტროსაც, ყველა სახელმწიფოს სტრუქტურას ვისაც ხელეწიფება ამ პროცესის დაჩქარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნებს მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტებში სტუდენტური თვითმმართველობის სტატუსის შესახებ. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, პროცესები რთულად წავა. რადგან, მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველობა როგორც მმართველი ინსტიტუცია, უნივერსიტეტში მუშაობს და მოქმედებს იმ წესითა და კანონით, რომელიც დადგენილია "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონით და უნივერსიტეტის წესდებით. შესაბამისად, მათი საქმიანობა, მათი ფუნქციონიერება კანონის ფარგლებში არის მოქცეული. ახლანდელი ვითარება უნივერსიტეტში ისეთია, რომ თვითმმართველობის კაბინეტების დაკავებამ ხელი შეუშალა მათი წესდებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას, რაც რასაკვირველია იწვევს ამ სტუდენტების განაწყენებას და მათ მკაცრ მოთხოვნას, რომ დაუიყოვნებლივ გათავისუფლდეს მათი სამუშაო ოთახები",- ამბობს თვალთვაძე.

რექტორის მოვალობის შემსრულებლის განმარტებით, საქმე ეხება თვითმმართველობის ორ ოთახს, რომელიც "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა დაიკავეს. თვალთვაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე უნივერსიტეტის ქონებასა და საკუთრებას ეხება, ოთახების აღწერა მოხდება, ეს პროცესი კი სავარაუდოდ ძალიან მალე დაიწყება.

რაც შეეხება 24 მაისს თსუ-ში სტუდენტებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, თვალთვაძის თქმით, უკვე დაწყებულია მომხდარის შესწავლა. დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურმა უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურს უკვე გადასცა ვიდეო მასალა. მისი ინფორმაციით, აუდიტის სამსახური მომხდართან დაკავშირებით მოხსენებით ბარათს კანცლერის მოვალეობის შემსრულებელსა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დღეს წარუდგენს. რის შემდეგაც, როგორც უნივერსიტეტის შინაგანაწესი და წესდება განსაზღვრავს, საკითხი განსახილველად შესაბამისი ფაკულტეტების საბჭოებს გადაეცემა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^