Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC-იმ ლგბტ აქტივსტების დაკავებისას პოლიციელების ქცევის შესახებ გენინსპექციას მიმართა

30 მაისი, 2016 19:23

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2016 წლის 17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტებისა და სხვა პირის (რომელიც არ მონაწილეობდა პროტესტის დაგეგმაშვი) სახელით პოლიციელების შესაძლო არასათანადო ქცევის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა. კერძოდ, განცხადებაში, დაკავებული პირებისგან აღებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე, EMC უთითებს დაკავების არამართლზომიერი გამოყენებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჰომოფობიური ენისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის ფაქტებზე და შსს-ს გენერალურ ინსპექციას საქმის შესწავლასა და კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვს.  

„მას შემდეგ რაც 2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს,დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ ლოიალობის გამო, სახელმწიფომ ლგბტ თემსა და აქტივისტებს კვლავ არ მისცა საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის, რამდენიმე ლგბტ აქტივისტმა საკუთარი  კრიტიკის დაფიქსირება საპატრიარქოს შენობასთან კრიტიკული წარწერების გამოყენებით სცადა.  17 მაისს გამთენიისას სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა შსს-სთანამშრომლების ჯგუფმა ლგბტ აქტივისტები და მათთან ერთად მყოფი სხვა პირი, სტენსილების გაკეთების დროს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-მსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 150-ე (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება -,,სხვადასხვა სახის ნახატების და წარწერების ისეთ ადგილზე შესრულება, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი") მუხლის 1-ლი ნაწილისა და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხვნისადმიდაუმორჩილებლობა) მუხლის საფუძველზედაკავებული პირები ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა. სასამართლოს წინაშედაკავებული7 პირის ინტერესებს EMC და ადვოკატი ნინო ბოლქვაძე იცავენ. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვა ამ ეტაპზე არ დასრულებულა.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების ახსნა-განმარტებების შესაბამისად,პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადმინისტრაციული წესით განხორციელებული დაკავებისას, ისევე როგორც პოლიციის განყოფილებაში ყოფნისასდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიგადაყვანის დროს, დაირღვა პოლიციის ფუნქციონირების პროცესში დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის პრინციპები. აღნიშნული დარღვევები მათ შორის  გამოიხატაშემდეგ ფაქტობრივ გარემოებებში:

  • ადმინისტრაციული წესით  დაკავების მიმდინარეობისას დამკავებელ  პოლიციის თანამშრომლებსძირითადად სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. აღნიშნული გარემოების, ასევე პოლიციის ქცევისა და აქტივისტებთან მათი არასათანადო კომუნიკაციის გათვალისწინებით, დაკავებულმა პირებმა ვერ შეძლესდამკავებელი პირების პოლიციის თანამშრომლებად იდენტიფიცირება. ცხადია, ეს გარემოებები თავის მხრივ მიუთითებს, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დაკავებულთა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის  უსაფუძვლობაზე;
  • პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულების მიმართ დაკავების აუცილებლობის პირობების არ არსებობის მიუხედავად, არ გამოიყენეს ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები (გაფრთხილების მიცემა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენადა ა.შ) და პირდაპირ რეპრესიული ინსტრუმენტებს მიმართეს;
  • პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულებს, მათი არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ განუმარტეს საქართველოს კანონმდებლობით მათთვის გათვალისწინებული უფლებები და არ მისცეს ადვოკატთან, ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა;
  • პოლიციის განყოფილებასა და სასამართლოში გადაყვანისას დაკავებულების მიმართ,  პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გამოვლინდა ჰომოფობიური ენის გამოყენებისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის უხეში ფაქტები. მათ შორის, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ პირებთან კომუნიკაციის დროს გამოიყენეს შემდეგი ფრაზები: ,, შენ არ იცი შენნაირებს რას ვუშვები! [..]მრცხვენია, რომ მე ქალი ვარ და შენ კაცი!...[..] ამისნაირები [იგულისხმება ლგბტ თემის წევრები] უნდა ჩალპნენ და მოკვდნენ“. ასევე ფრაზები: „[..]ჯერ არის მისი რელიგია და პატრიარქი და მერე სამსახური და ყველაფერი სხვა.“

აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები პირდაპირ აიდენტიფიცირებენ იმ პოლიციელებს, რომლებმაც სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გააკეთეს.

EMC მიიჩნევს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მკვეთრად ჰომოფობიური ენის გამოყენება საჯარო სამსახურში დისკრიმინაციის აკრძალვის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას წარმოადგენს, რომელიც ცალკეული მოქალაქეების მარგინალიზებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკნინებას განაპირობებს. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება ჰომოფობიის ინსტიტუციონალიზების პრობლემაზე მიანიშნებს, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ფაქტებზე სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისა და კანონის დაცვის მოლოდინს სპობს. თავის მხრივ, განსახილველ საქმეშიპოლიციის თანამშრომლების მიერ კანონისა და ეთიკის ნორმების უხეში უგულებელყოფა და ჰომოფობიური განცხადებები, აქტივისტების დაკავებისა და სამართალდარღვევის შეფარდების პროცესში უკანონო და რეპრესიული მიდგომის სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზებს შეიძლება ხსნიდეს.

შსს-ს გენერალური ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემის მიუხედავად, EMC, იმედოვნებს, რომ შსს-ს უზრუნველყოფს საქმის სამართლიან და ჯეროვან განხილვას და კონკრეტული პოლიციელებისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან, EMCმიიჩნევს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია შსს-მ მიიღოს სპეციალური პოზიტიური ზომები პოლიციაში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^