Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტოლტენბერგი: თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია

08 ივნისი, 2016 21:23

საქართველომ შთამბეჭდავი თავდაცვითი რეფორმებიგანახორციელა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თქვენ დაამყარეთ უფრო მწიფე დემოკრატია. ამდენად, საქართველო უფრო დაუახლოვდა NATO-ს და ჩვენ მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი წარვადგინეთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. განხორციელებაც კარგად მიმდინარეობს. გასულ წელს თბილისში ვიზიტის დროს, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებამ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

მისივე განცხადებით, კარგია, როდესაც ქართველი ჯარისკაცები, NATO-ს ჯარისკაცები და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გადიან წვრთნებს საქართველოში.

„ჩვენი ერთობლივი გადამზადების და შეფასების ცენტრი თბილისში კარგად მუშაობს. ასევე დაიწყო ერთობლივი წვრთნები და ვფიქრობ, რომ ეს კარგია ჩვენთვის და კარგია ასევე საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს მიმართ და ჩვენი პარტნიორობის მიმართ NATO-ში გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა. NATO-ს დაახლოებით 30 ექსპერტი იმყოფება საქართველოში, რომლებიც თქვენს ქვეყანაში თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში გეხმარებიან და ამით მეტი წვლილი შემოაქვთ.

NATO ერთგული რჩება დაგეხმაროთ, რათა გააძლიეროთ უსაფრთხოება და განახორციელოთ რეფორმები”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^