Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► „ნენსკრა ჰესი“ - რა მდგომარეობაა ადგილზე, სადაც კაშხლის აშენება იგეგმება

13 ივნისი, 2016 15:04

მესტიის რაიონში „ნენსკრა ჰესის“ ასაშენებლად გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი დასკვნა ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში გასცა. „ლიბერალი“ იმყოფებოდა მესტიის რაიონში, მდინარე ნენსკრის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც „ნენსკრა ჰესის“ კაშხლის აშენება იგეგმება. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, ადგილზე, სადაც კაშხლის აგება იგეგმება, ამ დროისთვის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, ახლა ეძებენ ისეთ მყარ ადგილს, სადაც კაშხლის აშენება იქნება შესაძლებელი.

მისი ინფორმაციით, იმ ადგილებში, სადაც შესწავლის მიზნით მიწა გაბურღეს, მჟავე წყალმა ამოხეთქა, შესაბამისად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა მყარი ადგილის მოძებნა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე უნდა ქწარმოებინათ.

„აქ არ მიმდინარეობს არანაირი სხვა სამუშაოები, გარდა გეოლოგიური შესწავლისა. გარემოზე შემოქმედების შესახებ ანგარიშში ასევე არაა შესწავლილი მეწყერები, რომელიც კაშხლის ტერიტორიაზე მოექცევა, ასევე ის, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ადგილის დატბორვა მყინვარების დნობაზე. საინტერესოა, გარემოს დაცვის სამინისტრომ, როგორ გასცა ჰესის მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა, როდესაც ეს ყველაფერი არ იყო შესწავლილი და უფრო მეტიც, ახლა მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა. რა საჩქარო იყო, შარშან, ოქტომბერში დასკვნის გაცემა“, - ამბობს ჭიპაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^