Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირველ არხზე პოლიტიკური დებატების არარსებობა - MDF პარტიების სააჭიროებებზე

17 ივნისი, 2016 18:17

კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ პასუხობს პოლიტიკური პარტიების მხრიდან მაუწყებლის მიმართ არსებულ მოლოდინს, - ამის შესახებ ნათქვამია „მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშში „პარტიების საჭიროებების კვლევა“.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიებისა და სხვა აქტორების საჭიროებების შესწავლა - მედიის, როგორც ელექტორატთან კომუნიკაციის ინსტრუმენტის, საარჩევნო პროცესში ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

ანგარიშის მიხედვით, მაუწყებლის პირველ არხზე პოლიტიკური დებატების არარსებობა და არხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მათ შორის კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვისაც, კვლევის დროს გამოკვეთილი ერთ-ერთი მიგნებაა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მთავარ სატელევიზიო მედია-ტრიბუნას წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომლის ფორმატი ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა გამოწვევაა არხის დაფარვა და რეიტინგი (მაყურებელთა რაოდენობა), რაც ამ არხისადმი პოლიტიკური სუბიექტების ინტერესს ამცირებს.

„გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური პარტიების შემთხვევაში, მათი გაშუქების ინტენსივობა და ხარისხი დამოკიდებულია პარტიის პოლიტიკურ და საგარეო ორიენტაციულ პოზიციონირებასთან და ე.წ. მესიჯ-ბოქსების თანხვედრასთან კონკრეტული მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკასთან“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

MDF-ის მიხედვით, კვლევის ფარგლებში რამდენიმე პარტიამ ღიად დააფიქსირა, რომ ისინი პრინციპულად არ თანამშრომლობენ გარკვეული ტიპის მედიასთან, რაც საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და სიძულვილის ენას უკავშირდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი პრინციპულად არ აძლევენ ინტერვიუს ისეთ პრორუსულ მედიას, როგორიცაა „ტვ ობიექტივი“ და „ასავალ დასავალი“; ასევე პარტია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ცდილობენ თანამშრომლობას მტრულად განწყობილ ამ მედიასაშუალებებთან, რომელთა შორის ასევე არის „საქართველო და მსოფლიო“. პარალელურად გამოიკვეთა ორი პარტია, რომლებიც უარს ამბობენ ტელეკომპანია „ტაბულასთან“ თანამშრომლობაზე: „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კვალიფიციური პარტიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე პოზიტიური ინფორმაციის გაშუქების ხარისხს უკავშირდება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ბევრი პრეტენზია აქვს სახელისუფლებო პარტიას, რომლის წარმომადგენელიც მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად არც ერთი მედიასაშუალება საქართველოში სრულფასოვნად არ აშუქებს სახელისუფლებო მიღწევებს, რასაც მედიის ზედმეტი სკანდალურობით ხსნის.

კვლევის ფარგლებში ჩაიწერა 19 ინტერვიუ 18 პარტიის წარმომადგენელსა და 1 დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტთან.

ინტერვიუები 2016 წლის თებერვალსა და აპრილში ჩაიწერა, რა დროსაც არ იყო გაცხადებული კოალიცია „ქართული ოცნების“ სუბიექტების განზრახვა, არჩევნებში დამოუკიდებლად მიეღოთ მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, კოალიციის წევრები კვლევაში დამოუკიდებელ სუბიექტებად არიან წარმოდგენილები. კოალიციაში შემავალი ერთადერთი პარტია, რომელმაც თავი აარიდა ინტერვიუს, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ იყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება პარტიის ხელმძღვანელსა და მედიას შორის, ასევე თავდაცვის მინისტრსა და პარტიის ლიდერს შორის შიდა კოალიციური მწვავე დაპირისპირება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^