Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: 99 დასახლება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შევა

23 ივნისი, 2016 13:39

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დამატებით 99 დასახლებისთვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული 99 დასახლება 38 ათას ადამიანს მოიცავს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან 38 ათას ადამიანს დამატებით შეეხება კანონით გათვალისწინებული ის სოციალური შეღავათები, რომელიც ჩვენ სულ ახლო წარსულში მივიღეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღემდე ამ დასახლებების მაღალმთიან რეგიონთა ნუსხაში არყოფნა პრემიერ-მინისტრმა ზუსტ და სისტემატიზებულ მონაცემთა არარსებობით ახსნა.

მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემოში მაქსიმალურად თავიდან უნდა აიცილონ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობა, ამიტომ, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით მინდა ვთქვა, ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანია, უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წინასაარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად „როგორც ჩემი მხრიდან, ასევე არაერთი მინისტრის მხრიდან მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღეღერდა არაერთი მოწოდება და თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე”. 

პრემიერ-მინისტრმა ხაზგზასმით აღნიშნა წინასაარჩევნო პროცესებში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახემწიფო მოხელეებს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ერთი კითხვის ნიშანიც კი აიცილონ თავიდან, რადგან „ეს არის ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ შევძლოთ მართლაც დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^