Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"გვასუნთქეთ ჰაერი და არა საწამლავი" - პარლამენტთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

02 ივლისი, 2016 22:40

"გვასუნთქეთ ჰაერი და არა საწამლავი", -  ამ მოთხოვნით  პარლამენტის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლებას კონსტიტუციური უფლების დაცვას - ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების რეალიზებას სთხოვენ.

მათი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უკანასკნელი კვლევის მიხედვით საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა. ამიტომ მთავრობისა და  თბილისის მერიისგან შესაბამისი ზომები მიღებას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები მთავრობისგან  ითხოვენ, შეიქმნას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები  ავტომობილების ტექდათვალიერების დასანერგად, დაწესდეს გამონაბოლქვის მონიტორინგი საზოგადეობრივი ტრანსპორტისთვის, დაიწყოს საწვავის მონიტორინგი, დაწესდეს რეგულაციები და სტანდარტები სამშენებლო მოედნებიდან მტვრის და ხმაურის გავრცელების კონტროლისთვის, გამკაცრდეს კანონაღსრულება საფეხმავავლო ზონებში ავტომანქანების პარკირებასთან დაკავშირებით, ასევე, ამოქმედდეს და ქალაქის გენერალურ გეგმაში აისახოს გარემოსდაცვითი სტრატეგია. 

თბილისის მერიისგან კი აქციის მონაწილეები ითხოვენ, შეწყდეს საღი ხეების ჭრაზე ნებართვის გახემა ნებისმიერი მიზეზით, დაავადებული ხეების ფიტოსანიტარული ჭრის შემდეგ, დაირგოს ის ხეები, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევენ სპეციალისტები, ხოლო ტენდერებში მონაწილეობის საშუალება ყველა სანერგეს უნდა ჰქონდეს, შეიქმნას უსაფრთხო ტროტუარები, ველოსადგურები და ველობილიკები,  ასევე, გაუმჯობესდეს პარკინგის რეგულაციები.

"პარტიზანული მებაღეობა თბილისში" ორგანიზებით ჩატარებულ აქციაზე მონაწილეებმა მიმართვები გაავრცელეს და ხელმოწერები შეაგროვეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^