Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Panama Papers-ის შესახებ სტივენ სოდერბერგი ფილმს იღებს

07 ივლისი, 2016 14:58

Panama Papers-ის შესახებ სტივენ სოდერბერგი ფილმს იღებს. Panama Papers საეჭვო ფინანსური მონაცემების გაჟონვის შესახებ მასალებია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მალავენ ფულს ოფშორულ ზონებში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები.

ფილმი, რომელიც „გრეი მეთთერ ფროდაქშენსა“ და „ანონიმუს ქონთენთთან“ თანამშრომლობით კეთდება, ეყრდნობა ჟურნალისტ ჯეიკ ბერნშტაინის წიგნს „გასაიდუმლოებული მსოფლიო“. პროექტი სწრაფად დაიძრა: ბერნშტაინის წიგნი აპრილში გამოვიდა და მედიაში Panama Papers-ის შესახებ პირველი ახალი ამბის გაჩენისთანავე მისი ეკრანიზაციის უფლებაც გაიყიდა.

ბერნშტაინი, რომელიც გამომძიებელი ჟურნალისტების იმ საერთაშორისო კონსორციუმის წევრია, ფულის დამალვის ეს სქემა რომ გამოააშკარავა, სცენარის წერაში არ მონაწილეობს. მის ნაცვლად სოდერბერგის პარტნიორი სკოტ ბარნსი შეეჭიდება გადასახადებისგან გაქცევის ამ საიდუმლო სქემის კინომასალად ქცევას.

ბარნსის ეს ამოცანა არც ისე მარტივად გამოიყურება, თუმცა მან სოდებერგთან ერთად ერთხელ უკვე მოახერხა არჩერ დენიელს მიდლანდის ფასების სკანდალის ამბის ფილმად ქცევა. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია. ვინ შეასრულებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების როლებს, ჯერჯერობით, უცნობია. წიგნის გამოსვლამდეც დიდი დროა - 2017 წლის შემოდგომამდე ის დღის სინათლეს ვერ იხილავს, თუმცა ფილმის პროდუსერები მაინც ახმაურებენ სავარაუდო ვერსიებს, რომელთა შორის არიან: ჯეკი ჩანი, ემილიო ესტევესი და ემა ვოტსონი. განიხილავენ რეჟისორის კანდიდატურასაც - თუ სოდერბერგი მხოლოდ ფილმის პროდუსერობას დასჯერდება და რეჟისორობაზე უარს იტყვის, ამ ადგილზე პედრო ალმოდოვარსაც განიხილავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^