Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-სა და პროკურატურას კლდიაშვილისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

12 ივლისი, 2016 14:00

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, 2014 წლის 12 დეკემბერს უკანონო დაკავების გამო.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შსს-მ და პროკურატურამ ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი საკასაციო წესით გაასაჩივრეს, თუმცა ყველა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ უწყებებს მიყენებული ზიანი უნდა აენაზღაურებინა.

2014 წლის 12 დეკემბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) შსს-ს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

„მას (გიორგი კვლდიაშვილს) კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. გიორგი კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევას, თუმცა მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში“, - ვკითხულობთ IDFI-ს განცხადებაში.

2016 წლის 10 თებერვალს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 23 ივნისის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ პასუხისმგებლობა - 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^