Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე პედაგოგთა 30%-ზე მეტი გავიდა

19 ივლისი, 2016 16:49

მასწავლებელთა საგნის გამოცდები 8 ივლისს დაიწყო და 13 ივლისს დასრულდა. გამოცდებზე სულ 22 700-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტირდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებზე დაახლოებით 16 500-ზე მეტი აპლიკანტი (73%) გამოცხადდა.

2016 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ 65 107 პედაგოგია. მათგან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 47 943-ს აქვს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საგნის გამოცდაზე, სავარაუდოდ, პედაგოგების 30%-ზე მეტი გავიდა. ეს ციფრი მიახლოებითია, ვინაიდან საგნის გამოცდებს პედაგოგებთან ერთად მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტები აბარებდნენ. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის სტატისტიკური მონაცემები, დარეგისტირებულთაგან სულ რამდენი მასწავლებლობის მსურველი აბარებდა გამოცდას.

ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საგნების მიხედვით, პირველადი მონაცემებით, გამოცდაზე გამოცხადებულ აპლიკანტთა რაოდენობა ასეთია:

შეფასებისა და გამოცდების ცენტრში, ჯერჯერობით, ვერ ასახელებენ კონკრეტულ თარიღს, თუ როდიდან გახდება გამოცდის შედეგები ცნობილი. ამ ეტაპზე ნაშრომების გასწორება მიმდინარეობს.

თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში ვერ ჩააბარებს საგნის გამოცდას, სკოლა ვალდებულია, მასთან შრომითი ურთიერთობა გაწყვიტოს.სქემის მიხედვით, პედაგოგებს, რომლებმაც პირველ ცდაზე ზღვარი ვერ გადალახეს, კიდევ 5-ჯერ შეეძლებათ საგნობრივ გამოცდაზე გასვლა.

მასწავლებლის საგნის გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება,ზამთარსა და ზაფხულში.

იმისათვის, რომ პრაქტიკოს პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭოს, 4 წლის განმავლობაში 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს. საგნის გამოცდას 10 ქულა ეთმობა.

პრაქტიკოსი მასწავლებლების საგნობრივ გამოცდაზე, მიმდინარე წლის იანვარში, სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა. მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი, რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა გადალახა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა. 83%-მა კი ზღვარი ვერ გადალახა.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემა მთავრობამ 2015 წლის თებერვალში დაამტკიცა. სქემის თანახმად, პედაგოგებმა ერთი სტატუსიდან მეორეზე გადასასვლელად კრედიტები სხვადასხვა აქტივობით უნდა დააგროვონ. კრედიტების რაოდენობა საფეხურების მიხედვით განსხვავებულია. 

2016 წლის აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 47 943 პრაქტიკოსი პედაგოგია, 16 274- უფროსი, ხოლო 199 წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგი. დღესდღეობით სისტემაში არ გვყავს მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^