Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წელს შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტმა მოსწავლემ ვერ აიღო სკოლის ატესტატი

21 ივლისი, 2016 16:08

სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასრულებიდან თითქმის ორი თვე გავიდა. შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია  კი “ლიბერალმა” განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრიდან 20 ივლისს მიიღო.

განათლების საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, წელს (2015/2016) კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 8539 მოსწავლემ ვერ გადალახა , შარშან (2014/2015 სასწავლო წლებში) კი - 4897-მა.

შეკითხვაზე - რამდენმა მოსწავლემ ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი (ანუ ვერ აიღო ატესტატი) 2015-2016 სასწავლო წელს სკოლის დამამთავრებელ გამოცდებზე, “ლიბერალმა” პასუხად მიიღო, რომ:

2016 წლის გაზაფხულის გამოცდებზე გავიდა 40, 181 მოსწავლე, რომელიც 2015-2016 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მე-12 კლასში ირიცხებოდა. გამოცდების ორი ეტაპის შედეგად 31 642-მა მოსწავლემ დაძლია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სავალდებულო საგანში, ხოლო 8539-მა კი - ვერა.

2015 წლის ზაფხულის გამოცდებზე გავიდა 39,364 მოსწავლე, რომელიც 2014-2015 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მე-12 კლასში ირიცხებოდა. გამოცდების ორი ეტაპის შედეგად 34, 467-მა მოსწავლემ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 8 სავალდებულო საგანში, ეს ზღვარი ვერ გადალახა მხოლოდ 4897-მა მოსწავლემ.

აღნიშნული ინფორმაციის მიღებას “ლიბერალი” თითქმის ორი თვეა ცდილობს.

ამ შეკითხვით უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში არაერთ უწყებას მივმართეთ, კერძოდ საჯარო წესით აღნიშნული ინფორმაცია განათლების სამინისტროსა და მის მართვაში შემავალი ორი სსიპ-იდან (გამოცდების ეროვნული ცენტრი და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 2 ივნისს გამოვითხოვეთ.  

13 ივნისს განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრიდან გვიპასუხეს, რომ ინფორმაციას სკოლის გამოსაშვები გამოცდების შესახებ ვერ მოგვაწვდიდნენ, რადგან მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მიღებული სამინისტროსგან გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგების დამტკიცების თაობაზე.

ზოგადი განათების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის მიხედვით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასრულებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს (იმ მოსწავლეთა სიას, რომელთაც გამოცდების შედეგად მიიღეს დადებითი შეფასება და რომელთაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი) და ერთი სამუშაო დღის ვადაში გზავნის განათლების სამინისტროში. სამინისტრო სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს წარუდგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ატესტატის მიღების უფლების მქონე პირების ელექტრონულ ბაზას ქმნის.

წესის მიხედვით, ცენტრისთვის გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში იყო ცნობილი, ანუ მაშინ როცა “ლიბერალს” ინფორმაცია ბაზების არარსებობის მიზეზით ვერ მიაწოდეს. 

მიმდინარე წლის 7 ივლისს “ლიბერალმა” ისევ გამოითხოვა ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან. 10 სამუშაო დღის ვადაში “ლიბერალის” რედაქციამ სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^