Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

80 წერტილიდან ყველაზე დაბინძურებული მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთაა

22 ივლისი, 2016 16:26

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის ინდიკატორული გაზომვის IV ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.

„ლიბერალთან“ საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ინდიკატორების მიხედვით (გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, ოზონისა და ბენზოლის დიოქსიდი) თბილისში ჯამურად 4-ვე ეტაპზე 80 წერტილში აწარმოეს კვლევა, რის შემდეგადაც გამოვლინდა, რომ აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსი მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე გამოვლინდა. მისი თქმით, ქუჩები, სადაც საშუალო ინდექსი გამოვლინდა, ნიშნავს, რომ აზოტის შემცველობა დასაშვები ნორმის ფარგლებშია.

მისი განმარტებით, აღნიშნული მონაცემებით არ შეიძლება იმის თქმა, რომ თბილისში ყველაზე მეტად დაბინძურებული უბნები სწორედ ეს არის, რადგან კვლევისთვის საზომი მოწყობილობები ამ წერტილში იყო დამონტაჟებული და თეორიულად შესაძლებელია, სხვა ადგილებში, სადაც აპარატურა არ ეყენა, დაბინძურების დონე შემოწმებული ქუჩებისას აღემატებოდეს.

ბაგრატიას თქმით, თბილისში გოგორიდის, ოზონისა და და ბენზოლის დიოქსიდის შემცველობა ყველა წერტილში დაბალი ინდექსის ნორმებში ჯდება.

რაც შეეხება ჰაერში მტვრის კონცენტრაციას, მისი თქმით, ივნისის მონაცემებით, თბილისში ჰაერში მტვრის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 2.4-ჯერ აღემატებოდა.

რაც შეეხება რეგიონებს, აზოტის კონცენტრაციის საშუალო ინდექსი აღინიშნა: რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში. დანარჩენ ქალაქებში კი ყველგან დაბალი ინდექსია დაფიქსირებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^