Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოლიმპიური კომიტეტი: ოლიმპიელების სამოსში 80 000 ლარი დაიხარჯა

25 ივლისი, 2016 11:16

„ქალის და მამაკაცის კოსტიუმი, წყვილი, 2000 ლარი დაჯდა. მარტივი მათემატიკით თუ დავიანგარიშებთ, თუ ორი კოსტიუმი 2000 ლარი დაჯდა, თითო დაჯდა 1000 ლარი“, - ამის შესახებ „ლიბერალს“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი თქმით, ქართველი ოლიმპიელებისთვის ჯამში 80 კოსტიუმი შეიკერა, აქედან ქალებისთვის - 14.

პრესსამსახურის განმარტებით, კოსტიუმის სამი ვარიანტია შექმნილი.

„ერთ-ერთი ატრიბუტი იყო პიჯაკი, ხოლო მეორე და მესამე ვარიანტი, რომელზეც მუშაობენ, ე.წ. წელსაკრავი, რომელიც აჭარულისას ჰგავს, მესამე ფორმას ჯერ არ ვამბობთ, როგორი იქნება“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობის შეცვლის მოთხოვნით მანიფესტი მომზადდა.

„მოვითხოვთ, შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა, რადგანაც პრეზენტაციის შემდეგ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ, არ მოსწონდეთ არსებული ფორმა. მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა თუნდაც არსებული ფორმის გადაკეთება მოხდეს, ისე, როგორც თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს შეეფერება", - წერია მანიფესტის ტექსტში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^