Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსასამართლოში ერთ-ერთ კანდიდატად ნანა მჭედლიძის ნაცვლად ევა გოცირიძეს წარადგენენ

28 ივლისი, 2016 14:10

სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ნანა მჭედლიძის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე წარსდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. რაც შეეხება ნანა მჭედლიძეს, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ის მისი კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ამავე კრიტერიუმებს, ძირითადად, დადგენილ სტანდარტებთან მისი ხანმოკლე ან არასაკმარისად მაღალი აკადემიური გამოცდილების შეუსაბამობის გამო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევა გოცირიძე არის იმ ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის მაღალი წარმომადგენლების მონაწილეობით, საჯარო კონკურსის გზით შეარჩია და მოგვიანებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინა. 

„დასახელებულმა კანდიდატებმა ევროპის საბჭოს წინაშე გაიარეს ე.წ. ფილტრაციის პროცედურა ამისათვის სპეციალურად შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში, რომელიც ექსპერტი მრჩევლებისაგან შედგება და რომლის როლია კანდიდატის წარმდგენი ქვეყნისა და ევროპის საბჭოსათვის ამა თუ იმ კანდიდატის შესაბამისობის შესახებ რეკომენდაციების მიცემა.
დადგენილი სტანდარტით, სამპირიანი სია ვარგისიანია, თუ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი მაინც არის განსხვავებული სქესის, და თუ ორი სქესის კანდიდატები ერთმანეთის რეალურ კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალონ; მრჩეველთა მიერ გაცემულ რეკომენდაციებს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიაში წარმოდგენილი კანდიდატების კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად.

ექსპერტების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ კანდიდატთაგან ალექსანდრე ბარამიძე სრულად აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად ევროპული კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით ითქვა, რომ ევროპულ სასამართლოში მისი, როგორც იურისტის, 11 წლიანი გამოცდილება მთავარი დადებითი ნაწილია მისი პროფესიული კარიერისა და სასურველია ფლობდეს სხვა პროფესიულ გამოცდილებასაც, ხოლო ნანა მჭედლიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ის მისი კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ამავე კრიტერიუმებს, ძირითადად, დადგენილ სტანდარტებთან მისი ხანმოკლე ან არასაკმარისად მაღალი აკადემიური გამოცდილების შეუსაბამობის გამო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველ ექსპერტთა ნეგატიური რეკომენდაცია გასათვალისწინებლად სავალდებულო არ არის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამპირიან სიაში ცვლილების შეტანისა და საქართველოდან წარდგენილი ქალი კანდიდატის იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა ქალი კანდიდატით ჩანაცვლების შესახებ. ამგვარი ცვლილება საქართველოს თავიდან ააცილებს იმას, რომ სამპირიანი სიის დასაშვებობა დადგეს რისკის წინაშე, როცა საქმე ეხება გენდერული ნიშნით დაბალანსებული სიის კრიტერიუმის დაცვასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის „რეალური არჩევანის“ მიცემის მოთხოვნას" - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^