Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაესტროს" საიას მიერ მომზადებული სოციალური რგოლის ეთერში განთავსება დაევალა

28 ივლისი, 2016 17:52

ტელეკომპანია „მაესტროს" საიას მომზადებული სოციალური რგოლის ეთერში განთავსება დაევალა. შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საიას საჩივრის განხილვის შემდეგ მიიღო. 

სოციალური რეკლამა, რომლის ეთერში განთავსებასაც საია ითხოვდა, ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

საიას ინფორმაციით, „მაესტრომ“ რეკლამის განთავსების ოფიციალურ მიზეზად „მაესტროსა" და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" შორის „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“ დაასახელა.

„სავარაუდოდ, „მაესტრო“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ საია მწვავედ გამოეხმაურა „მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ურთიერთობების დაუსაბუთებლად შეჩერების ფაქტს. საია-ს საჩივრის განხილვისას „მაესტროს“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ „მაესტრო“ უარს რეკლამის განთავსებაზე იმიტომ ამბობდა, რომ ვიდეო რგოლი არ წარმოადგენდა სოციალურ რეკლამას. 
კომისიამ დაადგინა, რომ საია-ს მომზადებული ვიდეო რგოლი აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს; „მაესტრომ“ დაარღვია კანონი, როდესაც უარი განაცხადა რეკლამის ეთერში განთავსებაზე და დაავალა „მაესტროს“ უზრუნველყოს რეკლამის ეთერში გაშვება. კომისიამ ასევე განუმარტა „მაესტროს“ სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება და წესი" - ნათქვამია საიას განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^