Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დეკრიმინალიზაციაC“ - ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია ელიმინაციის მისაღწევად

28 ივლისი, 2016 20:14

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, კამპანიის წლევანდელი სახელწოდება - „დეკრიმინალიზაციაC“ ეხმიანება კამპანიის წინაშე წელს მდგარ მიზნებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან საქართველოში C ჰეპატიტის უფასო მკურნალობა  გახდა შესაძლებელი, აქციის ორგანიზატორების თქმით,  C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლების 90%-ის მკურნალობის პროგრამაში ჩართვა. არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში კი, ამ მიზნის მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 

 „წელს კამპანიას ორი ძირითადი მიზანი აქვს: მხარი დაუჭიროს ელიმინაციის პროგრამაში ზიანის შემცირების სერვისების პრიორიტეტიზაციას და გაზარდოს საზოგადოების და გადაწყვეტილების მიმღებთა ინფორმირებულობა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე ელიმინაციის მისაღწევად", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კამპანიის ფარგლებში მათ საინფორმაცია მასალებიც გაავრცელეს, რომელიც პაციენტებს C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად დაეხმარება.

აქციის ორგანიზატორები არიან: "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი", "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი"  და GeCAB - პაციენტთა თემის საკონსულტაციო საბჭო.

GHRN: თუ C ჰეპატიტის ელიმინაცია გვინდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებელია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^