Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იქნება თუ არა პარლამენტი ორპარტიული - NDI-ის კვლევის შედეგები

29 ივლისი, 2016 16:48

„ამ ეტაპზე შეუძლებელია პროგნოზი, იქნება თუ არა პარლამენტის ახალი შემადგენლობა ორპარტიული, რადგან კვლევა არჩევნებამდე 3 თვით ადრე ჩატარდა", - უთხრა „ლიბერალს" „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRCC) უფროსმა მკვლევარმა, დავით სიჭინავამ. სწორედ, CRCC-მ შეასრულა NDI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა მხოლოდ ორ პარტიას - „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

სხვა პარტიების შანსების შესახებ საუბრისას, დავით სიჭინავამ გვითხრა, რომ კვლევის პერიოდში ზოგიერთ პარტიას არ ჰყავდა წარდგენილი თავისი კანდიდატები და პროგრამის პრეზენტაცია არ ჰქონდა ჩატარებული. თანაც, კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის  57%-მა ჯერ არ იცის, ვის მისცემს ხმას: „ეს არის პროცენტული წილი, რაც საშუალებას მისცემს პარტიებს, იმუშაონ და მოიპოვონ ამ ნაწილის ნდობა". ამასთანავე, როგორც სიჭინავა ამბობს, მოსახლეობის 67%-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მივიდეს არჩევნებზე.  

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. კვლევაზე  დაყრდნობა შეუძლებელია, რადგან  არასდროს არის ზუსტი. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიისთვის კიდევ დარჩა დრო, რაც პარტიებს  სათანადოდ შეუძლიათ გამოიყენონ. „წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად „მესამე პარტიებს" აქვთ დიდი შანსი, მოხვდენენ პარლამენტში, თუმცა იქნებიან გამოკვეთილი ძალები", - განაცხადა მან „ლიბერალთან" საუბრისას.

NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას? მოსახლეობის 17% „ქართულ ოცნებას" ასახელებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობას" - 13%. პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის" - 4%; „პატრიოტთა ალიანსს" - 3%; არ ვიცი - 38%; უარი პასუხზე - 14%; არც ერთი პარტია - 5%; სხვა - 7% (პარტიები, რომლებიც 3%-ზე ნაკლებმა დაასახელა: „თავისუფალი დემოკრატები", „ლეიბორისტული პარტია", „დემოკრატიული მოძრაობა", „გირჩი", „რესპუბლიკური პარტია", „თავისუფალი საქართველო", „ქართული პარტია", „ეროვნული ფორუმი", „კონსერვატიული პარტია", „ქართული დასი", „მრეწველები", „მემარცხენე ალიანსი", „ახალი მემარჯვენეები").

სოციოლოგიური კვლევა NDI-ს დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციამ 4 113 ადამიანი გამოკითხა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^