Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელთა 7 საგნის გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

29 ივლისი, 2016 15:09

დღეს მასწავლბელთა 7 საგნის გამოცდის,- გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის  პირველადი შედეგები გამოქვეყნდა.

შედეგების ნახვა მასწავლებლებს შეუძლიათ ვებგვერდზე online.naec.ge. შედეგის გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაცაა შესაძლებელი. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე დატანილი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.

გამოცდების სტატისტიკური ანალიზი მოგვიანებით, ყველა გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდგომ გახდება ცნობილი. 

მასწავლებელთა საგნის გამოცდები 8 ივლისს დაიწყო და 13 ივლისს დასრულდა. გამოცდებზე სულ 22 700-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტირდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებზე დაახლოებით აპლიკანტების 73% გამოცხადდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^