Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტურავა: დღემდე არ ვიცი, იყო თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ზეწოლა

29 ივლისი, 2016 15:45

დღემდე არ ვიცი, იყო თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ზეწოლა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში განუცხადა.

მერაბ ტურავა საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ინფორმირებული უნდა იყვნენ სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არასდროს არავითარი ინფორმაცია არ მიუღია და არ მოუსმენია კოლეგების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ტურავას თქმით, მისთვის გაუგებარია, როდესაც აღნიშნულ თემაზე ეკითხებიან.

„ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, პირველი ჩვენ ვყოფილიყავით ინფორმირებულები ამ ფაქტებთან დაკავშირებით. დღემდე არ ვიცი, ხდებოდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ასეთი ზეწოლა. დღემდე არ ვიცი, რომელი მოსამართლე იგულისხმება. მე ასე წარმომიდგენია, როდესაც სასამართლო აკეთებს განცხადებას მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მინიმუმ, განმცხადებელს გვერდით უნდა ედგას ის მოსამართლე, რომელზეც ვინმე ზეწოლას შეეცადა”, - აღნიშნა მერაბ ტურავამ.

„ბოლო პერიოდისა და დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, შანტაჟში, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით", - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გასულ კვირას საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეებზე ასევე მიმდინარეობს ზეწოლა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომელიც სასამართლოში ახლა  განიხილება.

„მიმართულია იქით, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^