Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა” - სტენსილი ქუთაისის ქუჩებში

17 აგვისტო, 2016 11:50

„დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა" - ეს დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილის ბოლო წინადადებაა. ამ წარწერის სტენსილი ქუთაისის ქუჩებში გამოჩნდა.

დემურ სტურუამ  სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე დემურ სტურუამ წერილი დატოვა, სადაც ის პოლიციელის მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

„დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" შაბათს, 20 აგვისტოს სამტრედიაში აქციას გეგმავს. აქციის მთავარი მოთხოვნებია:

1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.

2.თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.

3. შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.

4. დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შაბათს, 20 აგვისტოს, 13 საათზე აქციის მონაწილეები თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, შეიკრიბებიან და შემდეგ სამტრედიაში გაემგზავრებიან, სადაც აქცია 17:00 საათზე პოლიციის შენობასთან დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^