Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ორბი ჯგუფი“: მხოლოდ დაავადებული ხეები მოვჭერით

17 აგვისტო, 2016 16:27

„ორბი ჯგუფის“ წარმომადგენლის ირაკლი კვერღელიძის თქმით, ყაზბეგის ქუჩაზე კომპანია 1400-ნომრიან სასტუმროს აშენებს. მისივე თქმით, კომპანიას არც ერთი საღი ხე არ მოუჭრია და მერიის სამსახურის ნებართვით ხელმძღვანელობდა.

„რაც შეეხება ხეების მოჭრას. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა იქ არსებულ ხეებთან დაკავშირებით. კომპანიის სახელწოდება არ მახსოვს, დენდროლოგიური კომპანიაა, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. ეს ტერიტორია არასოდეს ყოფილა რეკრეაციული. ეს იყო ქაოტურად განვითარებული ადგილი. რაც შეეხება ხეებს, ექსპერტიზის შემდეგ, ამორტიზებული ხეების მოჭრის შესაძლებლობა მოგვეცა. ძირითადი ნაწილი იყო ვერხვები, რომელიც ამორტიზებულია და თვითონ მოსახლეობის ინტერესიც იყო მათი მოჭრა. დაახლოებით 30–35 წიწვოვანი საღი ხისთვის ხელი არ მოგვიკიდია. მხოლოდ დაავადებული ხეები მოვჭერით. ჯამში 45 ხე მოიჭრა. არც ერთი არ მოჭრილა ისეთი, რომელზეც ნებართვა გაცემული არ ყოფილა. გარდა ამისა, ინფორმაციისთვის გეტყვით, პროექტში გავითვალისწინეთ რეკრეაციული გამწვანების ზონა, მეოთხე სართულზე გვექნება ღია ვერანდა, სადაც უზრუნველვყოფთ ლანდშაფტის გაშენებას. ასევე ჩვენი სურვილით და საბურთალოს გამგეობასთან შეთანხმებით, უზრუნველვყოფთ სკვერის მოწყობას და გამწვანებას - ქალაქს ნებაყოფლობით საჩუქარს ვუკეთებთ” - განუცხადა „ლიბერალს”  ირაკლი კვერღელიძემ. 

დღეს ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებმა სოციალურ ქსელში ხეების ჭრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი იყო, მოჭრის ნებართვა გამწვანების სამსახურმა  გასცა. 22 საღ ხეზე კომპანიას უარი ეთქვათ და 5-ზე კი გადარგვის ნებართვა გაიცა.  დღეს გამწვანების სამსახურის უფროსი ყაზბეგის ქუჩაზე იმყოფებოდა. ნინო სულხანიშვილმა ადგილის დათვალიერების შემდეგ “ლიბერალთან” საუბარში საღი ხეების მოჭრა  არ დაადასტურა.

„ვიყავი ადგილზე, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. რამდენად სწორად არის ეს ხეები მოჭრილი, ამას დავადგენთ. როგორც მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, არსებობს ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. ხშირია, როცა ხე შეიძლება ვიზუალურად იყოს მწვანე, მაგრამ იყოს დაავადებული, ზუსტად ვერ გეტყვით” - განუცხადა „ლიბერალს” ნინო სულხანიშვილმა.

„პარტიზანული მებაღეობის” ინფორმაციით კი, თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე 13 საღი ხეა მოჭრილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^