Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია ხეების მოჭრის ფაქტზე პროკურატურას დღეს მიმართავს

18 აგვისტო, 2016 13:10

გუშინ ყაზბეგის ქუჩაზე ხეები მოჭრეს. პარტიზანული მებაღეობის ინფორმაციით, მოჭრილია 13 საღი ხე. დღეს თბილისის გამწვანების სამსახურშიც არ უარყოფენ, რომ ეჭვი საღი ხეების მოჭრის შესახებ აქვთ და აპირებენ ამ საკითხის მოკვლევისთვის პროკურატურას მიმართონ.

 „ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვამზადებთ საბუთებს, გადავცემთ პროკურატურას და დაიწყებენ მოკვლევას. ვიზუალური დათვალიერებით შეიძლება იყოს მოჭრილი ისეთი ხეები, რომლებიც  საღია. უბრალოდ პროკურატურა დაადგენს, მოიჭრა თუ არა ის ხეები, რომლებზეც ნებართვა არ იყო გაცემული და ასევე მოიკვლევენ რამდენად სწორად არის დასკვნა გაცემული ხეების მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გვაქვს ეჭვი რომ მოიჭრა საღი ხეები, თუმცა დასაბუთებით მოკვლევამდე ვერაფერს გეტყვით.  ჩვენ გვაქს კედრებზე ეჭვი, სამი დიდი ხე და ერთი კედარი, რომელზეც ვფიქრობთ, რომ დაავადებული არ იყო.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ნინო სულხანაშვილმა. მისივე თქმით, პროკურატურას მერია დღეს მიმართავს.

ნინო სულხანიშვილის თქმით,  ხეების მდგომარეობის შესახებ დასკვნა სერტიფიცირებულმა კომპანიამ გასცა, რომელსაც მერიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „უფლებამოსილი ორგანიზაციაა, რომელსაც მიმართავს ნებისმიერი იურიდიული, ან ფიზიკური პირი. განმცხადებელი თვითონ ირჩევს ამ კომპანიას. ჩვენ ყველას ვუწევთ რეკომენდაციას, რომ ასეთი სახის დოკუმენტი ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან მოიტანოს, რომელსაც  ყველაზე მეტად ვენდობით, მაგრამ არჩევანში განმცხადებელი თავისუფალია.“ - ამბობს ნინო სულხანიშვილი.

ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის გამო, მერიასთან გუშინ უვადო შიმშილობა დაიწყო ნატა ფერაძემ. ის გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომას და საქმის გამომოძიებას მოითხოვს. გუშინ ამავე მოთხოვნით პარტიზანულმა მებაღეობამ მერიასთან აქცია გამართა. მათივე ინფორმაციით, ნატა ფერაძე შიმშილობას აგრძლებს და აქცია დღესაც გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^