Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

PHR შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

26 აგვისტო, 2016 20:41

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სასამართლოს მიმართავს და სამართალდამცავებისგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ საპატრულო ეკიპაჟმა 15 ივლისს გააჩერა ავტომობილი, რომლის საშუალებითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე, მეგობრებთან ერთად, დასავლეთის მიმართლებით გადაადგილდებოდა. ავტომანქანა სამართალდამცავებმა მძღოლის ალკოჰოლური შემოწმების მიზნით გააჩერეს. შემოწმების პროცესში, მანქანაში მჯდომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს საპატრულო ეკიპაჟმა არაერთი თხოვნის შემდეგ, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში, ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ეტლით სარგებლობისა და მანქანიდან გადმოსვლის საშუალება არ მისცა.

საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან, პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატმა განცხადებაც გაავრცელა და რეკომენდაციების სახით მიმართა სამართალდამცველ სტრუქტურებს. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა ვალდებულებას, ნებისმიერ სიტუაციაში, მათ შორის დაძაბულ ვითარებაში, იმოქმედონ იმგვარად, რომ არ შეილახოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სამინისტროს მოსამსახურეთათვის უზრუნველყოს ტრენინგები და სხვა შესაბამისი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების შესახებ თეორიული ცოდნის მიღების, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით რთული სიტუაციების მართვის უნარების გამომუშავებისა და აღნიშნული საკითხის მიმართ მოსამსახურეთა მხრიდან მგრძნობელობის ამაღლების მიზნით.

 აღნიშნულ საქმეზე დავა გაგრძელდება სასამართლოში. შშმ პირის ინტერესებს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"- PHR და "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" - EMC წარმოადგენენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

28 მარტი
28 მარტი

დავით მესხიშვილი: 2017 წლის იანვრში ავტ ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, 2 ...
28 მარტი
28 მარტი

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები შიმშილ ...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელის მარი კორკოტაძის თქმით, აუტისტური ...
28 მარტი
28 მარტი

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ მამალაძის ს ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წინასასამა ...
^